Erasmus+ - სალექციო კურსი კონსტიტუციური სამართლის კურსის სწავლება-შეფასების მეთოდებზე აფიონის კოჩატეპეს უნივერსიტეტში









05/15/2019 15 - 20 აპრილს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ნონა გოგსაძე Erasmus+ Credit Mobility საერთაშორისო მობილობის პროექტის ფარგლებში, აკადემიური პერსონალის მობილობით იმყოფებოდა აფიონის კოჩატეპეს უნივერსიტეტში (თურქეთის რესპუბლიკა).

აფიონის კოჩატეპეს უნივერსიტეტში მობილობის პერიოდში ქალბატონი ნანა გოგსაძე შეხვდა სამართლის ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს, მათ წარმოუდგინა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და წაუკითხა ლექცია კონსტიტუციური სამართლის კურსის სწავლება-შეფასების მეთოდებისა და მასთან დაკავშირებული სხვა ძირითადი ასპექტების თაობაზე. ამასთანავე, სტუ-ს პროფესორმა კოორდინატორი უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა სტუ-სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტის მიერ გამოცემული საქართველოს კონსტიტუცია (ორენოვანი ვერსია).

მობილობის ფარგლებში პროფ. გოგსაძემ, ასევე, მონაწილეობა მიიღო ამავე პერიოდში კოორდინატორი უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ Erasmus+ VII საერთაშორისო კვირეულში, რომელშიც მონაწილეობას ღებულობდნენ აფიონის კოჩატეპეს უნივერსიტეტის კოორდინატორობით პროექტის ფარგლებში შემავალი პროგრამისა და პარტნიორი ქვეყნების სხვადასხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლები.

 

სიახლეებში დაბრუნება