Erasmus+ - დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტის წარმომადგენელთა ვიზიტი სტუ-ში









05/13/2019
Erasmus+ - დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტის წარმომადგენელტა ვიზიტი სტუ-ში2019 წლის 15-19 აპრილს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ტრეინინგის მიზნით სტუმრობდნენ დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტის (საბერძნეთი) წარმომადგენლები კონსტანტინოს პაპათეოდოსიუ, ქრისტოს ციცისი და ეირინი-ათინა ვატოუ.  

ტრეინინგი Erasmus+ KA1 ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლითი პროექტის ფარგლებში ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და რომლის კოორდინატორია დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტი.

Erasmus+ - დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტის წარმომადგენელტა ვიზიტი სტუ-შისტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე სტუმრებმა წარმოადგინეს თავიანთი უნივერსიტეტი, ისაუბრეს საბერძნეთში არსებულ განათლების სისტემაზე, მის თავისებურებებზე. შეხვედრაზე განხილული იქნა  Erasmus+ პროგრამის ფარგლებში მიმდინარე ერთობლივ პროექტებთან (ინსტიტუციური განვითარებისა და გაცვლითი პროექტები) დაკავშირებული საკითხები.

Erasmus+ - დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტის წარმომადგენელტა ვიზიტი სტუ-შიბერძენ სტუმრებს ქართველმა კოლეგებმა დაათვალიერებინეს სტუ-ს ცენტრალური სამეცნიერო ბიბლიოთეკა და სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის პოპულარული გეოლოგიისა და პალეონტოლოგიის და მინერალოგიისა და პეტროგრაფიის მუზეუმები. 


 

სიახლეებში დაბრუნება