ერაზმუს+ - ადმინისტრაციული პერსონალის მობილობა ფოჯას უნივერსიტეტში









05/10/2019
ერაზმუს+ - ადმინისტრაციული პერსონალის მობილობა ფოჯას უნივერსიტეტში2019 წლის 25 თებერვლიდან 1-ლი მარტის ჩათვლით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა ჯგუფის უფროსი მარიკა ზვიადაძე (საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახური), ერაზმუს+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ტრეინინგის მიზნით, იმყოფებოდა იტალიაში, ფოჯას უნივერსიტეტში.

ერაზმუს+ - ადმინისტრაციული პერსონალის მობილობა ფოჯას უნივერსიტეტშივიზიტის ფარგლებში, მარიკა ზვიადაძემ წარადგინა პრეზენტაცია სტუ-ის შესახებ, დაესწრო ფოჯას უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებებს. მონიტორინგის მიზნით შეხვდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებიც ამჟამად ფოჯას უნივერსიტეტში იმყოფებიან. ფოჯას უნივერსიტეტში საქმიანი ვიზიტის დროს ქალბატონი მარიკა, ასევე, შეხვდა სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის პროფესორს, რომელიც ფოჯას უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ლექციებს კითხულობდა.

ერაზმუს+ - ადმინისტრაციული პერსონალის მობილობა ფოჯას უნივერსიტეტშიაღსანიშნავია, რომ სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობათა ჯგუფის უფროსი, ასევე, ერაზმუს+ გაცვლით პროგრამაში მონაწილე სტუდენტების მონიტორინგის მიზნით იმყოფებოდა იტალიის ქალაქ ბარიში, სადახ ამჟამად ბარის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში სტუ-ს 5 სტუდენტი სწავლობს.

ერაზმუს+ - ადმინისტრაციული პერსონალის მობილობა ფოჯას უნივერსიტეტშისაგულისხმოა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და ფოჯას უნივერსიტეტი თითქმის სამი წელია, თანამშრომლობენ. 2016 წელს ორ უნივერსიტეტს შორის გაფორმდა მემორანდუმი. 2017 წელს სტუ-ის 3-მა სტუდენტმა მონაწილეობა მიიღო იტალიის რეგიონ პულიას მთავრობის მიერ დაფინანსებულ გაცვლით პროექტებში MUSA და MOBIS, რომლებიც გულისხმობდა ერთი აკადემიური სემესტრით ფოჯას უნივერსიტეტში სწავლებას (30 კრედიტის დაგროვებით); 2018 წლის 17-19 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ფოჯას უნივერსიტეტის (იტალია) პირველი ერთობლივი საერთაშორისო კონფერენცია “მრეწველობის დარგების დინამიკა და თანამედროვე ტენდენციები საქართველოსა და ევროკავშირში: საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტში“; 2018 წელს, „ერაზმუს+“ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ფოჯას უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ინტერინსტიტუციური ხელშეკრულება, რომელიც უკვე ძალაში შევიდა; 2019 სტუ-ის პროფესორმა ნინო ჩხარტიშვილმა გაიმარჯვა ფოჯას უნივერსიტეტის სტიპენდიების პროგრამაში და როგორც საერთაშორისო ვიზიტორმა პროფესორმა, წაიკითხა ერთთვიანი სალექციო კურსი იტალიელი სტუდენტებისთვის (პროექტი ვიზიტორი პროფესორებისთვის 2018/2019 სასწავლო წლისათვის).

ფოჯას უნივერსიტეტი უზრუნველყოფს უნივერსიტეტში მიმდინარე თეორიული და კვლევითი აქტივობების ხელშეწყობას. ფოჯას უნივერსიტეტში ხუთი მდიდარი ბიბლიოთეკაა. ბიბლიოთეკის, არქივისა და მუზეუმის სისტემას აქვს ზოგადი კოორდინაციის ფუნქცია. ის მართავს და ხელს უწყობს სერვისის განვითარებას, განსაკუთრებული ყურადღების გამახვილებით ციფრულ კონტენტსა და ტექნოლოგიურ ინოვაციებზე.

ფოჯას უნივერსიტეტი აქტიურადაა ჩართული კვლევით აქტივობებში. უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების სტრატეგია მიჰყვება The European Charter for Researchers და Code of Conduct for the Recruitment of Researchers (C&C) ანგარიშების პრინციპებს, რომელიც მიზნად ისახავს ევროპული კვლევების კონკურენტუნარიანობის ამაღლებას საერთაშორისო დონეზე თანდათანობითი კულტურული ცვლილებების, დაინტერესებულ მხარეთა (საჯარო და კერძო კვლევითი ინსტიტუტები და პოლიტიკოსები) შედარებისა და დისკუსიის საშუალებით. უნივერსიტეტი ფლობს სამეცნიერო რეესტრს, რომელიც აგროვებს, მართავს და ამუშავებს უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულ ყველა სამეცნიერო საქმიანობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, არსებული სამეცნიერო უნარ-ჩვევების გაზრდისა და შიდა შეფასების სისტემის შექმნის მიზნით.

ფოჯას უნივერსიტეტი ხელმძღვანელობს ათეულობით საერთაშორისო და ევროკავშირის პროექტს. ამ პროექტებში ჩართულობა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, გაეცნონ მსოფლიოში მიმდინარე ინოვაციურ პროცესებს თავიანთ სფეროში და წვლილი შეიტანონ მათ შემუშავებასა და დანერგვაში. უნივერსიტეტის მდიდარი ბიბლიოთეკა და კარგად შემუშავებული სისტემა, კვალიფიციურ პროფესორებთან ერთად, ხელს უწყობს სტუდენტების თეორიული ცოდნის გაღრმავებას.

გარდა ამისა, უნივერსიტეტის ენის ცენტრი (CLA - Centro Linguistico di Ateneo) უცხოელ სტუდენტებს უზრუნველყოფს იტალიური ენის კურსებით.

 

სიახლეებში დაბრუნება