კვლევა "აკადემიური კეთილინდისიერება კავკასიაში, ყაზახეთსა და თურქეთში"









04/05/2019 ევროპის საბჭოს დაკვეთით ტარდება კვლევა "აკადემიური კეთილინდისიერება კავკასიაში, ყაზახეთსა და თურქეთში". კვლევას ატარებს ქოვენთრის (დიდი ბრიტანეთი) და მენდელის (ჩეხეთი) უნივერსიტეტები.

კვლევის ფარგლებში დაგეგმილია რაც შეიძლება მეტი სტუდენტის, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის გამოკითხვა საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთში, ყაზახეთსა და თურქეთში. 
შესაბამისად, ქოვენთრის უნივერსიტეტმა მოამზადა სამი განსხვავებული კითხვარი:
სტუდენტებისთვის; აკადემიური პერსონალისთვის და, ასევე, უნივერსიტეტის მენეჯმენტის ზედა რგოლისთვის.

სტუ-ს სტუდენტებსა და თანამშრომლებს შეუძლიათ, მონაწილეობა მიიღონ პროექტში და აღნიშნული კითხვარების შევსებით თავიანთი წვლილი შეიტანონ კვლევაში.

კვლევის შესახებ დეტალური ინფორმაციის ხილვა შესაძლებელია ბმულზე.

 

სიახლეებში დაბრუნება