Erasmus+ - სალექციო კურსი არქიტექტურის საკითხებზე









04/01/2019 Erasmus+ - სალექციო კურსი არქიტექტურის საკითხებზე4-8 თებერვალს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს Erasmus+ გაცვლითი პროექტის ფარგლებში სტუმრობდა პოლონეთის იგნაცი ლუკასევიჩის სახელობის ჟეშუვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (Ignacy Lukasiewicz Rzeszów University of Technology - RUT) დოქტორი რაფალ მაზური (Rafal Mazur).      

პოლონელი აქრიტექტორი სტუ-ში იმყოფებოდა ლექციების ჩატარების მიზნით აკადემიური პერსონალის მობილობის პროექტით, რომელშიც მონაწილეობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და რომლის კოორდინატორია იგნაცი ლუკასევიჩის სახელობის ჟეშუვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი.


Erasmus+ - სალექციო კურსი არქიტექტურის საკითხებზერაფალ მაზურმა სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის, ასევე, დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტებს წაუკითხა ლექციები არქიტექტურის საკითხებზე.  

Erasmus+ - სალექციო კურსი არქიტექტურის საკითხებზემობილობის პერიოდში ახალგაზრდა პოლონელი მეცნიერი გაეცნო საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, მასში მიმდინარე სასწავლო-საგანმანათლებლო პროცესებს. დაათვალიერა ცენტრალური სამეცნიერო ბიბლიოთეკა, ასევე, უნივერსიტეტში არსებული მუზეუმები და ლაბორატორიები.

საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურში გამართულ სამუშაო შეხვედრებში პოლონელმა სტუმარმა ისაუბრა ჟეშუვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შესახებ, თავის სამეცნიერო აქტივობებსა და მიღწევებზე. 

მობილობის პროგრამით გათვალისწინებული სოციალურ-კულტურული ღონისძიებების ფარგლებში, სტუ-ს საერთაშორისო ურთერთობებისა და სტანდარტების სამსახურის ორგანიზებით, პოლონელმა სტუმარმა თბილისისა და მცხეთის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერა.

 

სიახლეებში დაბრუნება