Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვილნიუსის გედიმინას ტექნიკურ უნივერსიტეტში - 2019/20 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრი









03/26/2019 ვილნიუსის გედიმინას ტექნიკური უნივერსიტეტი (Vilnius Gediminas Technical University- VGTU) (ვილნიუსი, ლიტვა) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2019-2020 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის (I სემესტრი).

შერჩევის პროცედურა

ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.04.2019
შიდასაუნივერსიტეტო ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2019 წლის 20 აპრილამდე
ნომინანტების შერჩევის ბოლო ვადა: 30.04.2019

აპლიკანტებმა ონლაინრეგისტრაცია უნდა გაიარონ მიმღები უნივერსიტეტის ვებგვერდზე.

ვილნიუსის გედიმინას ტექნიკურ უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით დამატებითი სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭება აპლიკანტს, რომელსაც აქვს შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და უცხოური ენის ფლობის შესაბამისი მაღალი დონე (B1).

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველს ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხურის 1 სტუდენტის მობილობა ვილნიუსის გედიმინას ტექნიკურ უნივერსიტეტში. პრიორიტეტულია ინფოსაკომუნიკაციო ტექნოლოგიები, ელექტრონიკა და ავტომატიკა, ელექტროტექნიკა, გარემოს დაცვა (წყლის მენეჯმენტი), გარემოს დაცვის ტექნოლოგიები, მექანიკა, მექატრონიკა, სამშენებლო, არქიტექტურა და საქალაქო ურბანული დაგეგმარება).


შერჩევის პროცედურა

აკადემიური პერსონალისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.04.2019
გასაუბრება უცხოურ ენაში ჩატარდება 2019 წლის 20 აპრილამდე
ნომინანტების შერჩევის ბოლო ვადა: 30.04.2019

ვილნიუსის გედიმინას ტექნიკურ უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით დამატებითი სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

აკადემიური პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, მათ მიერ წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხოური ენის ცოდნის დონე და მოტივაცია.

აკადემიური პერსონალის მობილობა განხორციელდება ვილნიუსის გედიმინას ტექნიკურ უნივერსიტეტში  ნომინირების შემდგომ, მიმღებ ფაკულტეტებთან შეთანხმების მიხედვით, შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრების განმავლობაში
(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 1 აკადემიური თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ვილნიუსის გედიმინას ტექნიკურ უნივერსიტეტში. პრიორიტეტულია ინფოსაკომუნიკაციო ტექნოლოგიები, ელექტრონიკა და ავტომატიკა, ელექტროტექნიკა, გარემოს დაცვა (წყლის მენეჯმენტი), გარემოს დაცვის ტექნოლოგიები, მექანიკა, მექატრონიკა, სამშენებლო, არქიტექტურა და საქალაქო ურბანული დაგეგმარება).



 

სიახლეებში დაბრუნება