XIII ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის ფორუმი









09/07/2018 2018 წლის 15-17 ნოემბერს ქალაქ ვენაში (ავსტრია) ჩატარდება რიგით მეცამეტე ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის ფორუმი 2018.

ფორუმის მასპინძელია ვენის ეკონომიკისა და ბიზნესის უნივერსიტეტი და ავსტრიის ხარისხის უზრუნველყოფისა და აკრედიტაციის სააგენტო.

პლენარულ და პარალელურ სესიებზე წარმოდგენილი იქნება პრეზენტაციები ხარისხის უზრუნველყოფაში მიმდინარე სიახლეების შესახებ. ასევე, გაიმართება დისკუსიები კვლევებზე, პოლიტიკასა და საუკეთესო პრაქტიკაზე.

ადრეული რეგისტრაციის დედლაინია 2018 წლის 1 ოქტომბერი. აღნიშნული თარიღის შემდეგ დარეგისტრირებაზე დაწესდება სარეგისტრაციო გადასახადი.

დეტალური ინფორმაციისა და რეგისტრაციისათვის იხილეთ ვებგვერდი.

 

სიახლეებში დაბრუნება