07 აპრ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და მერიის ერთობლივი პროექტი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და მერიის ერთობლივი პროექტით გაიხსნა სკვერი
12 დეკ

ლეონ მახარაძე

სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის და “სამთო ტექნოლოგიების“
ყველა სიახლე

შეხვედრა სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის „ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიების დეპარტამენტისა“ და ინგლისურ კომპანია „ბლოკენერჯის“ წარმომადგენლების შორის

05/23/2022 2022 წლის 11 მაისს შედგა შეხვედრა სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის „ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიების დეპარტამენტისა“ და ინგლისურ კომპანია „ბლოკენერჯის“ წარმომადგენლების შორის.
       
შეხვედრას ესწრებოდა ფაკულტეტის დეკანატი და აკადემიური პერსონალი. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა, რომლის ინიციატორები იყვნენ ინგლისური კომპანია“ბლოკენერჯის“დირექტორი კენ სეიმური, მთავარი გეოლოგი ჯონათან ბრედფორდი და ტექნიკური მენეჯერი სტივენ ჯეიმსი.
   
კომპანია დაინტერესებულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებითა და სამომავლოდ, მემორანდუმის ფარგლებში სტუდენტთა გადამზადებით.
                     
აღსანიშნავია, რომ შეხვედრის ბოლოს ჯონათან ბრედფორდმა ჩაატარა ტრენინგი და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებს მიზნით წარმოადგინა პრეზენტაცია მათ სალიცენზიო ბლოკში არსებული საქართველოს ნავთობისა და გაზის საბადოების პერსპექტივების შესახებ.

 

სიახლეებში დაბრუნება