07 აპრ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და მერიის ერთობლივი პროექტი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და მერიის ერთობლივი პროექტით გაიხსნა სკვერი
12 დეკ

ლეონ მახარაძე

სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის და “სამთო ტექნოლოგიების“
ყველა სიახლე

ჟურნალი „საქართველოს ნავთობი და გაზი“

03/15/2022 მოგახსენებთ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო–გეოლოგიური ფაკულტეტის „ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიების“ დეპარტამენტი 2000 წლიდან უშვებს სამეცნიერო-ტექნიკურ საინფორმაციო–ანალიტიკურ რეფერირებულ ჟურნალს ,,საქართველოს ნავთობი და გაზი“. ჟურნალი ეგზავნება მოთხოვნისამებრ ბიბლიოთეკებს, საქართველოში მოქმედ ნავთობკომპანიებს. მასში ქვეყნდება სამეცნიერო კვლევების შედეგები და ინოვაციური ტექნოლოგიები. გამოქვეყნებული სტატიების საფუძველზე ახალგაზრდა მაძიებლებს მაგისტრანტებისა და დოქტორანტების სახით ეძლევათ სამეცნიერო ხარისხის დაცვის საშუალება და სხვა.
ჟურნალში სტატიების გამოქვეყნების მსურველთა საყურადღებოდ!
35-ე ნომრისთვის გრძელდება სტატიების მიღება, რომელიც დასრულდება 31 მაისს.
სტატიების გამოქვეყნება სტუ-ის თანამშრომლებისთვის და ყველა საფეხურის სტუდენტისთვის უფასოა.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მოგვმართოთ:
0160 თბილისი, კოსტავას 75, სტუ-ის III კორპუსი, ოთახი 418. ტელ.: 558177582
E-mail: t.kharatishvili@gtu.ge;    

 

სიახლეებში დაბრუნება