07 აპრ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და მერიის ერთობლივი პროექტი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და მერიის ერთობლივი პროექტით გაიხსნა სკვერი
12 დეკ

ლეონ მახარაძე

სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის და “სამთო ტექნოლოგიების“
ყველა სიახლე

ჟურნალი „საქართვეოს ნავთობი და გაზი“

05/28/2021

მოგახსენებთ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო–გეოლოგიური ფაკულტეტის „ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიების“ დეპარტამენტი 2000 წლიდან უშვებს სამეცნიერო-ტექნიკურ საინფორმაციო–ანალი­ტი­კურ რე­ფე­რირებულ ჟურნალს ,,საქართველოს ნავთობი და გაზი“. ჟურნალი ეგ­ზავ­ნე­ბა მოთხოვნისამებრ ბიბლიოთეკებს, საქართველოში მოქმედ ნავთობკომპანიებს. მასში ქვეყ­ნ­დ­ება სა­მეც­ნიერო კვლევების შედეგები და ინოვაციური ტექნოლოგიები. გამოქ­ვეყნებული სტა­­ტი­ების საფუძველზე ახალგაზრდა მაძიებლებს მაგისტრანტებისა და დოქტორანტე­ბის სახით ეძ­ლევათ სამეცნიერო ხარისხის დაცვის საშუალება და სხვა.

ჟურნალში სტატიების გამოქვეყნების მსურველთა საყურადღებოდ!

35-ე ნომრისთვის გრძელდება სტატიების მიღება, რომელიც დასრულდება 31 მაისს.

სტატიების გამოქვეყნება სტუ-ის თანამშრომლებისთვის და ყველა საფეხურის სტუდენტისთვის უფასოა.

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მოგვმართოთ:

0160 თბილისი, კოსტავას 75, სტუ-ის III კორპუსი, ოთახი 418. ტელ.: 558177582

E-mail: t.kharatishvili@gtu.ge;    


 

სიახლეებში დაბრუნება