07 აპრ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და მერიის ერთობლივი პროექტი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და მერიის ერთობლივი პროექტით გაიხსნა სკვერი
12 დეკ

ლეონ მახარაძე

სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის და “სამთო ტექნოლოგიების“
ყველა სიახლე

„სამთო საქმისა და გეოლოგიის განვითარება ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა“

11/18/2021 28-29 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდა მე-7 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „სამთო საქმისა და გეოლოგიის განვითარება ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა“, რომელსაც საქართველოს მინერალოგიური საზოგადოება ტრადიციულად ყოველწლიურად ატარებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ბოლო წლებში უკვე, გრ. წულუკიძის სამთო ინსტიტუტთან ერთად. 

        

 კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ სტუ-ს რექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, პროფესორი ზურაბ გასიტაშვილი, მინერალოგიური საზოგადოების პრეზიდენტი, პროფესორი ნოდარ ფოფორაძე, სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ანზორ აბშილავა, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი, ბატონი ანდრო ასლანიშვილი, სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე, ქალბატონი ნანა ზამთარაძე, გრ. წულუკიძის სამთო ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ნიკოლოზ ჩიხრაძე, კომპანია „არემჯის“ აღმასრულებელი დირექტორი, პროფესორი თორნიკე ლიპარტია, ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ა. ჯანელიძის გეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი თამარ წუწუნავა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, ლევან ჯაფარიძე, სტუ-ს ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ზურაბ კაკულია, თსუ-ს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი პროფესორი ბეჟან თუთბერიძე, სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის პროფესორი გელა მაჩაიძე.
უკანასკნელ წლებში მინერალოგიური საზოგადოების კონფერენცია ტარდება კომპანია „არემჯის“ აქტიური მხარდაჭერით, თანადგომითა და სპონსორობით, რისთვისაც საქართველოს მინერალოგიური საზოგადოება დიდ მადლობას უხდის კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს, თორნიკე ლიპარტიას და ახალგაზრდა მენეჯერთა გუნდს.

          

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ სახელმწიფო სტრუქტურების, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების - ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელები, საქართველოში მოქმედი გეოლოგიური და სამთო მიმართულების სახელმწიფო და კერძო კომპანიების, გრ. წულუკიძის სამთო ინსტიტუტის, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს, სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს, კომპანია „არემჯის“, ა. ჯანელიძის გეოლოგიის ინსტიტუტის, ა. თვალჭრელიძის კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტის წარმომადგენლები. კონფერენციის პლენარულ სხდომებზე წარმოდგენილი იქნა საინტერესო და მრავალფეროვანი თემატიკის მოხსენებები გეოლოგიისა და სამთო საქმის მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ კონფერენციაში აღნიშული დარგების გამოცდილ, ცნობილ მეცნიერებთან ერთად, მონაწილეობენ ახალგაზრდა სპეციალისტები და მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტები, რაც მათ სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობის და უფროსი თაობის მეცნიერებთან ურთიერთობის დიდ გამოცდილებას სძენს.
კონფერენციების სხდომებზე, სამეცნიერო მოხსენებებთან ერთად, სისტემატურად განიხილება გეოლოგიასა და სამთო საქმეში არსებული პრობლემები და პერსპექტივები, რაც გააჩნია ჩვენი ქვეყნის ბუნებრივი რესურსების თანმიმდევრულ შესწავლას, მის რაციონალურ გამოყენებას და მართებული გარემოსდაცვითი ღონისძიებების გატარებას. პლენარულ სხდომებზე მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებები და რეკომენდაციების უმეტესობა გათვალისწინებულია მომდევნო კონფერენციების მუშაობაში, ნაწილი კი გადაეცემა შესაბამის სამსახურებს. ასე გრძელდება წლების განმავლობაში. ასე იქნება წელსაც. კონფერენციის მსვლელობისას ორგანიზაციების, მომხსენებლებისა და დამსწრე საზოგადოების მიერ შემუშავებულია რეკომენდაციები და წინადადებები, რომლებიც გეოლოგიასა და სამთო საქმეში არსებული მრავალი პრობლემისა და საკითხის გადაწყვეტას შეუწყობს ხელს. კონფერენციის შედეგებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ჩვენს ქართველ სპეციალისტებს შესწევთ უნარი მაღალ დონეზე წარმატებით გაართვან თავი და კვალიფიციურად გადაწყვიტონ პრაქტიკული და სამეცნიერო საკითხები.
მე-7 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის პროგრამით გათვალისწინებული 44 მოხსენებიდან წარმოდგენილი იქნა 18 მოხსენება, შესრულდა 18 პოსტერი. გარკვეული ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო არ იქნა მოხსენებული 8 მოხსენება. კონფერენციის თეზისები დაბეწდილია და განთავსდება საქართველოს მინერალოგიური საზოგადოების ვებგვერდზე. გამორჩეული მოხსენების მასალები დაიბეჭდება „სამთო ჟურნალში“.
კონფერენცია წარიმართა ონლაინ ფორმატში, რაც კონფერენციის მონაწილეებს შორის დიდ გულისტკივილს იწვევს, თუმცა დასრულდა იმ იმედით, რომ შემდგომი კონფერენცია გაისად ცოცხალ გარემოში შედგება.

 

სიახლეებში დაბრუნება