07 აპრ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და მერიის ერთობლივი პროექტი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და მერიის ერთობლივი პროექტით გაიხსნა სკვერი
12 დეკ

ლეონ მახარაძე

სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის და “სამთო ტექნოლოგიების“
ყველა სიახლე

საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „სამთო საქმისა და გეოლოგიის განვითარება ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა“

10/28/2021 28-29 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, საქართველოს მინერალოგიური საზოგადოებისა და გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტის ორგანიზებითა და კომპანია RMG-ის მხარდაჭერით ჩატარდება საქართველოს მინერალოგიური საზოგადოების მე-7 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „სამთო საქმისა და გეოლოგიის განვითარება ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა“.
კონფერენცია ეძღვნება გეოლოგიის, სამთო საქმისა და გარემოსდაცვითი პრობლემების შეფასებისა და გადაწყვეტის ღონისძიებებს, კერძოდ,  ჩვენი ქვეყნის ბუნებრივი რესურსების თანამიმდევრულ შესწავლას, მინერალური რესურსების კლასიფიკაციას, წყლის რესურსებს (მტკნარი, მინერალური და თერმული), მათ რაციონალურ გამოყენებასა და სწორი გარემოსდაცვითი  ღონისძიებების გატარებას, ნარჩენების მართვას; დიდი ნაგებობების, მათ შორის, ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის საქმეში არსებული საინჟინრო-გეოლოგიური, ეკოლოგიური და სოციალური ფაქტორების შესწავლას, სამთო საქმის აქტუალური საკითხების განხილვას. კონფერენცია გაიმართება დისტანციურად, საკონფერენციო სისტემა ZOOM-ის გამოყენებით.
კონფერენცია გაიხსნება  28 ოქტომბერს, 10.00 საათზე.
სისტემაში შესასვლელად საჭირო რეკვიზიტებია:

Meeting  ID –  552 400 8940
Password –  gtu2020  

 

სიახლეებში დაბრუნება