07 აპრ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და მერიის ერთობლივი პროექტი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და მერიის ერთობლივი პროექტით გაიხსნა სკვერი
12 დეკ

ლეონ მახარაძე

სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის და “სამთო ტექნოლოგიების“
ყველა სიახლე

შეხვედრა ARMG ჯგუფის ხელმძღვანელობასთან

03/02/2021           საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ARMG ჯგუფს შორის არსებული მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა რომელშიც მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის მხრიდან სტუ-ს რექტორი პროფ. დ. გურგენიძე, კანცლერი კ. კოპალიანი, პრორექტორი პროფ. ზ. გასიტაშვილი, ფაკ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, აკადემიური დეპარტამენტების ხელმძღვანელები, სტუდენტთა თვითმართველობის წარმომადგენლები ხოლო ARMG-ის მხრიდან აღმასრულებელი დირექტორი თ. ლიპარტია, დირექტორის მოადგილეები გ. ჩხეიძე და ი. შატაკიშვილი, სტუ-სა და ARMG-ის სამსახურების ხელმძღვანელები.
          შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს: სტუ-ს რექტორმა დ. გურგენიძემ და ARMG-ის აღმასრულებელმა დირექტორმა თ. ლიპარტიამ რომლებმაც აღნიშნეს თუ რა სარგებელი  მოაქვს დამსაქმებელსა  და უმაღლესი სასწავლებელს შორის მჭიდრო ურთიერთობას. დირექტორის მოადგილემ გ. ჩხეიძემ წარმოადგინა პრეზენტაცია გაწეული საქმიანობის შესახებ. შეხვედრაზე აღნიშნა, რომ კოვიდით გამოწვეული შეფერხებების შემდეგ საჭიროა განახლდეს მემორანდუმით გათვალისწინებული ღონისძიებები. კერძოდ, განახლდება სასტიპენდიო პროგრამა. აგრეთვე ისეთი პროექტები როგორიცაა სტუდენტთა სტაჟირების, საზაფხულო სკოლის, სპეციალისტთა ინდივიდუალური განვითარების, სასწავლო და საგასაცნობო პრაქტიკის, საერთაშორისო სტუდენტური პროექტები. გარდა ამისა ARMG ჯგუფი დახმარებას გაუწევს ფაკულტეტს ლაბორატორიული ბაზის ტექნიკურ გადაიარაღებაში, სახელმძღვანელოების გამოცემაში, საგანმანათლებლო პროგრამების მოდიფიცირებაში, სამეცნიერო კონფერენციების ორგანიზებაში და სტუ-ს 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების დაფინანსებაში მხარეები შეთანხმდნენ, რომ განახლდეს 2017 წლის 1 დეკემბერს სტუ-სა და ARMG-ის შორის დადებული მემორანდუმი. მონაწილე მხარეებს ექნებათ გაფართოებული ვალდებულებები თანამედროვე მოთხოვნილებების გათვალისწინებით.

 

სიახლეებში დაბრუნება