07 აპრ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და მერიის ერთობლივი პროექტი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და მერიის ერთობლივი პროექტით გაიხსნა სკვერი
12 დეკ

ლეონ მახარაძე

სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის და “სამთო ტექნოლოგიების“
ყველა სიახლე

კონკურსი

02/19/2021 ბრიტანეთის საბჭოს მიერ გამოცხადებული კონკურსი "დიდი იდეების გამოწვევა 2021" (Big Idea Challenge 2021) იწყება. მასში მონაწილეობა შეუძლიათ სტუ-ს ნებისმიერი საფეხურის სტუდენტებს, თანამშრომლებს (აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი) და კურსდამთავრებულებს 35 წლის ასაკამდე,  როგორც ინდივიდუალურად, ასევე, გუნდური პრინციპით (გუნდის შემთხვევაში, შესაძლებელია, გუნდში ირიცხებოდეს მაქსიმუმ 3 წევრი).


კონკურსი ტარდება ოთხ კატეგორიაში:
1. ციფრული ტექნოლოგიები;
2. სოციალური გავლენა;
3. შემოქმედებითობა;
4. კლიმატის ცვლილება.
დაინტერესებულ პირებს, რომლებსაც გაქვთ კონკურსში მონაწილეობის სურვილი,
1 მარტამდე მოგეთხოვებათ უბრალოდ ინტერესის გამოხატვა პლატფორმაზე
რეგისტრაციით.

რეგისტრაციისათვის გადადით ბმულზე: https://creativespark-bigidea.uk/ (ამ ეტაპზე საჭიროა მხოლოდ რეგისტრაციის გავლა, სხვა არაფერი არ მოგეთხოვებათ. მსურველებს რეგისტრაციის შემდეგ დაგიკავშირდებით).

პროგრამა მთლიანად დაფინანსებულია ბრიტანული საბჭოს მიერ და გამარჯვებულებისთვის გათვალისწინებულია სხვადასხვა წამახალისებელი პრიზები და ფასიანი ჯილდოები.

კონკურსის შესახებ მეტი ინფორმაცია იხილეთ: http://innovations.gtu.ge/

ღონისძიებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ „სტუ-ს ინოვაციების ცენტრს“. კითხვების ან საკონსულტაციო შეხვედრების სურვილის შემთხვევაში მოგვწერეთ: innovations@gtu.ge



საკონტაქტო ინფორმაცია:
ვებ გვერდი: innovations.gtu.ge
FB: https://www.facebook.com/InnovationsGTU
ელ.ფოსტა: innovations@gtu.ge

პატივისცემით
პროექტის საორგანიზაციო გუნდი

 

სიახლეებში დაბრუნება