07 აპრ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და მერიის ერთობლივი პროექტი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და მერიის ერთობლივი პროექტით გაიხსნა სკვერი
12 დეკ

ლეონ მახარაძე

სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის და “სამთო ტექნოლოგიების“
ყველა სიახლე

განცხადება

12/10/2020 სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  ზოგიერთი ფაკულტეტის  დეკანის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნებს გამოცხადების შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 29-ე მუხლის და სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდების მე-20 მუხლის თანახმად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქვემოთ ჩამოთვლილი ფაკულტეტის საბჭოები აცხადებენ კონკურსს ფაკულტეტის დეკანის  თანამდებობის დასაკავებლად:
•    სამშენებლო ფაკულტეტი (მის: კოსტავას ქ. N68, პირველი სასწავლო კორპუსი, მე-4 სართული, ოთახი N420, საკონტაქტო პირი რამაზ ჟღენტი, ტელ.: N595 54 55 28 და ზაურ ცინაძე ტელ.: 599 58 73 33);
•    ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი (მის: კოსტავას ქ. N77, მე-8 სასწავლო კორპუსი, მე-3 სართული ოთახი N314, საკონტაქტო პირი ნატო ძაგანია, ტელ.: 599 02 88 99);
•    სამთო  გეოლოგიური ფაკულტეტი (მის: კოსტავას ქ. N77, მე-3-4 სასწავლო კორპუსი, მე-3, სართული ოთახი N306, საკონტაქტო პირი ხათუნა ვეფხვაძე, ტელ.: 551 28 37 21);
•    სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი (მის: კოსტავას ქ. N68, პირველი სასწავლო კორპუსი, მე-5 სართული, ოთახი N540, საკონტაქტო პირი მანანა კოპლატაძე, ტელ.: 599 52 62 26);
•    არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი (მის: კოსტავას ქ. N68, პირველი ც სასწავლო კორპუსი, მე-4 სართული, ოთახი N506 ც, საკონტაქტო პირი ბელა თინიკაშვილი, ტელ.: 595 007 403);
•    სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი (მის: კოსტავას ქ. N77, მე-6 სასწავლო კორპუსი, მე-9 სართული, ოთახი N903 ა, საკონტაქტო პირი თამარ ბარამია, ტელ.: 598 33 22 05);
•    ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი (მის: კოსტავას ქ. N77, მე-6 სასწავლო კორპუსი, მე-7 სართული, ოთახი N711, საკონტაქტო პირი ბელა გოდერძიშვილი, ტელ.: 599 44 20 21);
•    საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (მის: კოსტავას ქ. N77, მე-6 სასწავლო კორპუსი, მე-8 სართული, ოთახი N815 ა, საკონტაქტო პირი ეკატერინე შაკიაშვილი, ტელ.: 577 37 54 39);
•    ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი (მის: კოსტავას ქ. N77, მე-6 სასწავლო კორპუსი, მე-3 სართული ოთახი N306ა, საკონტაქტო პირი ნინო წიკლაური, ტელ.: 599 18 77 78).
დეკანის თანამდებობაზე შეიძლება აირჩეს უნივერსიტეტის ფაკულტეტის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი.
კანდიდატებმა განცხადება უნდა წარადგინონ შესაბამისი ფაკულტეტის საარჩევნო კომისიაში, ზემოთ მითითებულ მისამართზე. განცხადებას თან უნდა დაერთოს:
ა) განცხადება ფაკულტეტის საბჭოს სახელზე;
ბ) ცნობა დაკავებული აკადემიური თანამდებობის შესახებ;
გ) სამოქმედო გეგმა;
დ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ე)  ავტობიოგრაფია (CV), გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომების მითითებით;
ვ) ცნობა ნასამართლობის შესახებ/სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობა და უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა;
ზ) ცნობა სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ;
თ) 2 ფოტოსურათი,ზომით 3X4-ზე.

კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყება 2021 წლის 18 იანვარს და დასრულდება იმავე წლის 1 თებერვალს, განცხადებების მიღება იწარმოებს ყოველ დღე, დასვენებისა და უქმე დღეების გარდა, 10 საათიდან 17 საათამდე, შესაბამისი ფაკულტეტის საარჩევნო კომისიაში, ზემოთ მითითებულ მისამართებზე.
2021 წლის 5 თებერვალს მოხდება კანდიდატთა მიერ სამოქმედო პროგრამის საჯაროდ წარდგენა ფაკულტეტის  საბჭოში.  არჩევნები ჩატარდება 2021  წლის 8 თებერვალს.
არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად არ დაიშვება პირი, რომელსაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავება შეზღუდული აქვს მოქმედი კანონმდებლობით.
65 წლისა და მეტი ასაკის  პირის მიერ დეკანის თანამდებობის დაკავების საკითხს ინდივიდუალურად წყვეტს აკადემიური საბჭო, ამ საკითხზე აკადემიურ საბჭოს დაინტერესებულმა პირმა  უნდა მიმართოს განცხადებით (განცხადების წარდგენის ვადა - 2020 წლის 25 დეკემბერი, 10 საათიდან 17 საათამდე, სტუ-ს კანცელარია, მის: კოსტავას ქ. #77, ადმინისტრაციული კორპუსი, მე-2 სართული, ოთახი N 241 ).
არჩევნები ჩატარდება „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის მართვის ორგანოების (მმართველი სუბიექტების) არჩევნების ჩატარების შესახებ“ საუნივერსიტეტო დებულების შესაბამისად.


 

სიახლეებში დაბრუნება