07 აპრ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და მერიის ერთობლივი პროექტი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და მერიის ერთობლივი პროექტით გაიხსნა სკვერი
12 დეკ

ლეონ მახარაძე

სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის და “სამთო ტექნოლოგიების“
ყველა სიახლე

გარდაიცვალა ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გურამ ვარშალომიძე

10/19/2020                                              
           სტუ-ს სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტისა და „ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიების“ დეპარტამენტის თანამშრომლები ღრმა მწუხარებით იუწყებიან, რომ 81 წლის ასაკში გარდაიცვალა ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გურამ ვარშალომიძე.
          გურამ ვარშალომიძემ 1964 წელს წარჩინებით დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი. იყო სახელობითი სტიპენდიანტი. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა მაშინდელ ტრესტ „საქნავთობის“ სისტემაში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამთო მექანიკის, აზერბაიჯანის „ყარადაღნავთობი“-ს ბურღვითი სამუშაოების სამმართველოში. 1967-1970 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამთო მექანიკის ინსტიტუტის ასპირანტი. წლების განმავლობაში აჭარაში ეკავა სხვადასხვა თანამდებობები.
          2004 წლიდან „საქნავთობის“ სამეთვალყურეო საბჭოს მრჩევლია, ხოლო 2004-2005 წ სააქციო საზოგადოება ნავთობის ეროვნული კომპანია „საქნავთობის“ გენერალურ დირექტორი. 2005-2006 წწ მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე, დესპანად უკრაინაში საქართველოს საელჩოში.
2004 წლიდან იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის „ნავთობისა და გაზის ჭაბურღილების ბურღვის ტექნიკისა და ტექნოლოგიების“ კათედრის გამგე, ხოლო 2007 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე „ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიების“ დეპარტამენტის უფროსი.
         გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი და გამოგონებები, მათ შორის ექვსი მონოგრაფია და სამეცნიერო შრომები საქართველოსა და სხვა ქვეყნებში.
         მისი ხელმძღვანელობით დაცულია შვიდი სადოქტორო დისერტაცია.
        1999 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით, 2010 წელს მიენიჭა საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატის წოდება და გადაეცა ვერცხლის მედლი.
        ბატონი გურამი, მაღალი პროფესიონალიზმის გარდა, გამოირჩეოდა განსაკუთრებული პიროვნული თვისებებით, სიკეთით, მეგობრული და კეთილგანწყობილი, გულისხმიერი დამოკიდებულებით თანამშრომლებისა და სტუდენტების მიმართ, რომელთათვისაც მისი გარდაცვალება, მართლაც რომ, განსაკუთრებული დანაკლისია.
სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის თანამშრომლები და სტუდენტები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ ბატონ გურამ ვარშალომიძის გარდაცვალების გამო. მისი სახით საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა დაკარგა პროფესიონალი, შრომისმოყვარე და გულისხმიერი თანამშრომელი.

 

სიახლეებში დაბრუნება