07 აპრ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და მერიის ერთობლივი პროექტი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და მერიის ერთობლივი პროექტით გაიხსნა სკვერი
12 დეკ

ლეონ მახარაძე

სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის და “სამთო ტექნოლოგიების“
ყველა სიახლე

RMG ის საზაფხულო სკოლა

07/23/2020                             
კომპანია RMG-ი ჯგუფის ინიციატივით იწყება პროექტი „rmg-ის საზაფხულო სკოლა 2020“. პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ყველა საფეხურის სტუდენტს, გარდა პროფესიულ სასწავლო პროგრამებზე მყოფი სტუდენტებისა. პროექტი გულისხმობს 3 კვირიან პრაქტიკულ და თეორიულ გადამზადებას RMG-ი ჯგუფის საწარმოო ბაზაზე მის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებში. პროექტი მიზნად ისახავს სტუდენტების მიერ პროფესიული უნარჩვევების გამომუშავებას და აკადემიურ სივრცეში შეძენილი კომპეტენციების რეალურ საწარმოო პროცესში გამოყენებას, მათ ხელშეწყობას პრაქტიკის ობიექტებში დასაქმების კუთხით. პროექტში ჩაერთვება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო გეოლოგიური ფაკულტეტის 20 წარჩინებული სტუდენტი.მონაწილეებს საშუალება ექნებათ საკუთარი ინტერესებისა და კომპანიისათვის აქტუალური პროფესიებიდან გამომდინარე გადანაწილდნენ შემდეგ მიმართულებებზე: სამთო-ტექნოლოგიები, წიაღისეულის გამდიდრება, შრომის უსაფრთხოება და საგანგებო სიტუაციების მართვა, გეოლოგია, ჭაბურღილების ბურღვა, გეოდეზია-მარკშეიდერია, გეოტექნიკა. პროექტი დაიწყება 10 აგვისტოს და გაგრძელდება 28 აგვისტოს ჩათვლით. დაინტერესებულმა სტუდენტებმა უნდა გამოაგზავნონ: cv, აკადემიური მოსწრების ბარათი და სამოტივაციო წერილი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე scholarship@madneuli.ge. უპირატესობა მიენიჭება მაღალი აკადემიური მოსწრებისა და ინგლისურ ენაში მაღალი კომპეტენციის მქონე სტუდენტებს. განაცხადების მიღება გაგრძელდება 2020 წლის 31 ივლისის ჩათვლით. მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატი და ცნობა პრაქტიკის გავლის შესახებ.

 

სიახლეებში დაბრუნება