07 აპრ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და მერიის ერთობლივი პროექტი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და მერიის ერთობლივი პროექტით გაიხსნა სკვერი
12 დეკ

ლეონ მახარაძე

სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის და “სამთო ტექნოლოგიების“
ყველა სიახლე

ფაკულტეტის საბჭოს გაფართოებული სხდომა

07/30/2020
2020 წლის 29 ივლისს გაიმართა სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის საბჭოს გაფართოებული სხდომა, რომლის დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე გამოცხადებულ არჩევნებში მონაწილე კანდიდატთა სამოქმედო გეგმის წარდგენა. 

               

საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს: სტუ-ს რექტორმა პროფ. დავით გურგენიძემ, სტუს-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა პროფ. ირმა ინაშვილმა. სტუ-ს რექტორის მრჩეველებმა პროფ. თამარ ლომინაძემ და ბატონმა დავით მახვილაძემ.

                

  არჩევნებში მონაწილე კანდიდატმა პროფ. შალვა კელეპტრიშვილმა წარმოადგინა სამოქმედო გეგმა. სტუ-ს რექტორის და საბჭოს მუშაობაში მონაწილეთა მხრიდან დაისვა მრავალი შეკითხვა, რომელიც განპირობებული იყო სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამებისადმი დიდი ინტერესით, მათი შემდგომი განვითარებისა და სწავლების ხარისხის ამაღლების მიზნით.
სხდომის დასასრულს სტუ-ს რექტორმა დავით გურგენიძემ წარმოადგინა უნივერსიტეტის შემდგომი განვითარების სტრატეგიული მიმართულებები, ვრცლად ისაუბრა იმ ღონისძიებების შესახებ, რაც დაგეგმილია უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის მიერ უახლოეს მომავალში და სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმის მიხედვით.

 

სიახლეებში დაბრუნება