სიახლეები და მოვლენები

14-03-2018


           მეტალურგია და ქიმიური მრეწველობა ის საბაზისო დარგებია, რომლებსაც არსებითი წვლილი შეაქვთ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში; სწორედ აღნიშნული დარგები ქმნიან რეალურ საფუძველს, რაზეც შემდგომში ვითარდება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა, სოფლის მეურნეობა, მშენებლობა, ენერგეტიკა, მანქანათმშენებლობა, ტრანსპორტი და სახალხო მეურნეობის სხვა დარგები.

           მეტალურგიულ და ქიმიური მრეწველობაში იქმნება ყველა ის ლითონური თუ არალითონური მასალები და პროდუქცია (სამშენებლო არმატურა, ფოლადის უნაკერო მილები და ფურცლოვანი ლითონი,საკონსტრუქციო, მხატვრული და საიუველირო სხმულები, ფეროშენადნობები, ცემენტი, მინა და კერამიკა, პლასტმასები, სასუქები და შხამქიმიკატები, ნავთობპროდუქტები, საყოფაცხვრებო ქიმ.პროდუქცია, ბიოტექნოლოგიური პროდუქცია,ბიოპოლიმერები და მათ საფუძველზე შექმნილი მედიკამენტები, კომპოზიციური და ნანომასალები და სხვ.), რომელთა გარეშე წარმოუდგენელია მეურნეობის სხვა ნებისმიერი დარგის ფუნქციონირება და განვითარება.

           დღესაც საქართველოს იმპორტ–ექსპორტის ბალანსში მნიშვნელოვანი ხვედრითი წილი მეტალურგიისა და ქიმიური მრეწველობის პროდუქციაზე მოდის.

           გარდა ამისა, ქვეყანაში არსებული ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება (სხვადასხვა ტიპის მადნები, საკერამიკო, ცეცხლგამძე, ბენტონიტური და სხვა დანიშნულების მასალები, დიატომიტი, მინერალური მარილები, არატრადიციული ადგილობრივი აგროქიმიური დანიშნულების ორგანო–მინერალური ნედლეული, ტალკი, სერპანტინი, დოლომიტი, ცარცი, სხვადასხვა დანიშნულების კირქვები, კვარცი (მათ შორის სამინე) ქვიშები, საცემენტე მასალები, სამშენებლო ქვები და სხვ.), რეალურ საფუძველს იძლევა მცირე და საშუალო სიმძლავრის ქიმიური და მეტალურგიული პროფილის საწარმოების (სასუქის, სამშენებლო და ცეცხლგამძლე მასალების, ლითონური სპილენძის, ფეროშენადნობების წარმოების, სასოფლო–სამეურნეო ტექნიკის დეტალების აღდგენა–რემონტის და ა.შ.) შექმნისათვის ახლო მომავალში, რაც კიდევ უფრო მეტად გაზრდის მოთხოვნას შესაბამისი პროფილის საინჟინრო კადრებზე.

უკანასკნელ წლებში საქართველოში აღინიშნება როგორც საზღვარგარეთიდან შემოტანილი, ასევე ადგილობრივი წარმოების პროდუქციის ზრდა. ასეთი პროდუქციის გამოვლენა და მისგან სამომხმრებლო ბაზრის დაცვა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სოციალურ- ეკონომიკური ამოცანაა. ამ მიმართებით სახელმწიფოებრივი პოლიტიკის განხორციელებას ესაჭიროება პროფესიული კადრები ექსპერტიზის კვალიფიკაციით. ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის სპეციალობის საგანმანათლებლო პროგრამის ერთ -ერთი მისიაც სწორედ ამ კვალიფიკაციის კადრების მომზადებაა. ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი ათეულ წელზე მეტია ახორციელებს მიზნობრივად ამ სფეროსთვის პროფესიონალების მომზადებას.

            აქტუალურია სახელმწიფოებრივი პოლიტიკიდან გამომდინარე ასევე გარემოს დაცვა და ბიოსფეროს რესურსების რაციონალური გამოყენება, რაც თავის მხრივ ორგანულადაა დაკავშირებული შესაბამისი პროფესიონალური კადრების მომზადებასთან. სწორედ ამ მისიას ემსახურება ფაკულტეტზე არსებული გარემოს ინჟინერიისა და უსაფრთხოების და საინჟინრო ეკოლოგიის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები რამდენიმე ათეული წელია ფაკულტეტი ახორციელებს გარემოს დაცვითი ინჟინერიის, სამრეწველო და გამოყენებითი ეკოლოგიის მიმართულებით ორიენტირებული კადრების მომზადებას.

            არანაკლებ მნიშვნელოვნია ქვეყნის ეკონომიკისათვის ე.წ. მცირე (მცირეტონაჟიანი) ქიმიური საწარმოების გახსნა, რომლებიც აწარმოებენ მეცნიერებად ტევად თანამედროვე პროდუქცის, რომლის ფასი საკმაოდ მაღალია მსოფლიო ბაზარზე. ამ მიზნით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შემუშავებულია ე.წ. ბიოდეგრადირებადი პოლიმერების მიღების ორიგინალური ტექნოლოგია. მიღებულია არაერთი უნიკალური პოლიმერული მასალა თვისებათა ფართო სპექტრით, რომლებსაც აქვთ პრაქტიკული გამოყენების უდიდესი პოტენციალი მედიცინაში განწოვადი ქირურგიული მასალებისა და წამლების კონტროლირებადი მიწოდება/გამოყოფის სისტემის სახითსაქართველოში ფარმაცევტული კომპანია ”ნეოფარმის” მიერ, ფაკულტეტზე შემუშავებული ტექნოლოგიის მიხედვით, უკვე მცირედი მასშტაბით იწარმოება სამი პრეპარატი: ინფიცირებული ჭრილობებისა და წყლულების საფარი/სამკურნალო პრეპარატები ”კოლადერმი” (აეროზოლი) და ფაგობიოდერმი (აფსკი, ე.წ. ხელოვნური კანი), ასევე კანის სოკოვანი დაავადებების სამკურნალო პრეპარატი ”მიკოდერმი” (აეროზოლი). მომზადების პროცესშია რამდენიმე ახალი პრეპარატი, რომლებიც შეიცავენ ძლიერ ბაქტერიციდებს, სისხლდენის შემაჩერებელს და ტკივილგამაყუჩებელს. ასეთი პრეპარატები განსაკუთრებით პერსპექტიული იქნება არმიაში დასანერგად, ასევე ქართული პოლიმერის საფუძველზე შექმნილია სისხლძარღვთა სტენდების საფარი (რესტენოზის საწინააღმდეგო) მასალა უკვე დანერგილია კლინიკაში.

 

           ამ მასალების შემქმნელ ქიმიკოსთა ჯგუფებს აქვთ ფართო თანამშროლობა მრავალ უცხოურ უნივერსიტეტთან, როგორებიცაა აიოვას სახ. უნივერსიტეტი, კლარკ-ატლანტას უნივერსიტეტი (ყველა -აშშ), ლოზანის ფედერ პოლიტექნიკური სკოლა (შვეიცარია), ბარსელონას პოლიტექნიკური ინსტიტუტი (ესპანეთი) და სხვა.

           არსებულ ვითარებაშიც კი, როდესაც ქვეყნის პოტენციალი ლითონნაკეთობათა და ქიმიური პროდუქციის წარმოების კუთხით ნომინალურადაა რეალიზებული, მოქმედი მსხვილი სამრეწველო ობიექტები (შპს ჯორჯიანმანგანეზი, სს რუსთავის აზოტი, შპს რუსმეტალი, შპს რუსთავის ფოლადი, შპს თბილავიამშენი, სს ელმავალმშენებელი, შპს ჭიათურმანგანუმ ჯორჯია და ა.შ. იხ. დანართი) მწვავედ განიცდიან ახალგაზრდა სპეციალისტთა ნაკლებობას, რადგან მეტალურგიული და ქიმიური საინჟინრო სპეციალობების მიმართ აბიტურიენტები ნაკლებ დაინტერესებას იჩენენ, რაც სპეციალისტთა კადრებში თაობათა წყვეტის მიზეზი ხდება.

           ამავე დროს აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი ერთადერთი უმაღლესი საგანმანათლებლო კერაა ქვეყანაში, რომელიც ამზადებს ბაკალავრებს და მაგისტრებს ქიმიური, მეტალურგიული და მასალათმცოდნეობის პროფილის სპეციალობებით, რისთვისაც ფაკულტეტი ფლობს დიდი გამოცდილებისა და მაღალი პროფესიონალიზმის   მქონე   აკადემიურ   პერსონალსა   და   შესაბამის   მატერიალურ–ტექნიკურ ბაზებს, ასევე მჭიდრო კავშირებს დარგის საწარმოებთან, რომელთან თანამშრომლობითაც შემუშავებულია არსებული საგანმანათლებლო პროგრამები როგორც საქართველოს, ისე საზღვარგარეთის შრომის ბაზრების მოთხოვნათა გათვალისწინებით.

           ბაკალავრიატის და მაგისტრების აღნიშნული პროგრამებით თავსებადია ევროპის საგანმანათლებლო გარემოს ძირითად პარადიგმებთან და შესაბამისობაშია თანამედროვე საინჟინრო განათლების პროფესიულ სტანდარტებთან.

           ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბების კვალდაკვალ გაჩნდა ახალი სფეროები, რომელთაც მეტალურგიის, მასალათმცოდნეობის, ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის კვალიფიკაციის კადრებზე გაუჩნდათ მოთხოვნილება, აღნიშნულმა კი დღის წესრიგში დააყენა პრინციპულად ახალი დისციპლნათშორისი საინოვაციო საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა. ამ საკითხთან დაკავშირებით ნაყოფიერად იღვაწა ფაკულტეტის აკადემიურმა პერსონალმა და შესაბამისი მოდიფიცირება გაუკეთა სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამებს.

1.      “ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის” საბაკალვრო-საგანმანათლებლო პროგრამით კურსდამთავრებულთა დასაქმების სფეროები:

·        სს „რუსთავის აზოტი“

·       შპს „ტყავის ქარხანა“

·       ს.ს ‘კოტეხი“

·       სს „თელიანი’

·       შპს „ნატახტარი“

·       შპს „GWP“

·       შპს „ინტერიერის კერამიკული ქარხანა“

·       კერამიკა „ართანა“

·       შპს მაღალი ტექნოლოგიების ეროვნული ცენტრი

·       შპს „ძირულის ცეცხლგამძლე მასალების კომბინატი“

·       საწარმო „მითანა“

·       საწარმო „ნიკორა“

·       საწარმო „ტკბილი ქვეყანა“

·       საწარმო „ბარამბო“

·       საწარმო „ზედაზენი“

·       საწარმო „ნატახტარი“

·       საწარმო „ქვევრის სკოლა-აკადემია“

·       შპს „მეტეხის კერამიკა“

·       კომპანია „მილდიანი ჯგუფი“

·       შპს „ქედი“

·       ქარხანა „ცეცხლგამძლე აგური“

·       შპს „წითელი აგური’

·       სს „თბილავიამშენი“

·       კერამიკის სახელოსნო „ვაით სტუდიო“

·       გაერთიანება „ინტერიერის“ კერამიკული ქარხანა“

·       ფოკის წმ. ნინოს დედათა მონასტერთან არსებული ტიხრული მინანქრის ოქრომჭედლობის გალერეა „ფოკანი“

·       შპს „ჰაიდელბერგცემენტი“

·       კერძო ქიმიური საწარმო „ბიოლოგიკა“

·       სტუ-სთან არსებული მემბრანული ტექნოლოგიების ტექნიკური ინსტიტუტი.

·     რ. აგლაძის არაორგანული ქიმიის და ელექტროქიმიის ინსტიტუტი

·     კომპანია „ეკოფუდი“

·     კომპანია „დიპლომატ-ჯორჯია“

·     ემ-ენქემიქალჯორჯია

·     „აიდიეს ბორჯომი“

·       სს „მადნეული“

·       ფიზიკის ინსტიტუტი

·     „აგროჰაბი“

·     'ბაქტერიოფაგი

·     ქ. გორის ღვინის კომპანია

·     წინანდლის ღვინის ქარხანა

·     ფარმაცევტული საწარმო შპს „GMP”

·       სტუ. მწვანე და მდგრადი ქიმიის ინსტიტუტი. აგრარული მეცნიერების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი

·       თბილისი-მოლი-კარფური

·       ფარმაცევტული საწარმო „ავერსი“

·       ფარმაცევტული საწარმო „ნეოფარმი“

 

2.     „მეტალურგიისა“ და „მასალათმცოდნეობის“საბაკალვრო-საგანმანათლებლო პროგრამით კურსდამთავრებულთა დასაქმების სფეროები:

 

·       შპს „ჯორჯიან მანგანეზი“

·       შპს „რუსთავის ფოლადი“

·       შპს „რუსელოისი“

·       შპს „ჭიათურ-მანგანუმ ჯორჯია“

·       შპს „ჯეოსტილი“

·       შპს „კავკასუს მეტალ გრუპი-სიემჯი“

·       შპს „ფერონეტი“

·       შპს „ჯორჯიან ელოის გრუპი“

·       შპს „ჯეოფერომეტალი“

·       შპს „მეტალლაინი“

·       შპს „გრინულა“

·       შპს „მერმისი“

·       შპს „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“

·       ქუთაისის მეტალურგიული ქარხანა

·       ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტი


 

ყველა სიახლე