სიახლეები და მოვლენები

27-12-2017 ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დოქტორანტმა ნათია გიგაურმა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტი მოიპოვა.
ნათია გიგაური მეორე კურსის დოქტორანტია პროგრამაზე ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერია. მისი ხელმძღვანელია პროფესორი ლეილა გვერდწითელი. იგი მუშაობს მნიშვნელოვან ეკოლოგიურ პრობლემაზე, რომელიც დაკავშირებულია ზესტაფონის ფეროშნადნობი ქარხნიდან გამოფრქვეული აეროზოლების გავრცელების მოდელირებაზე.
უცხოეთში  გამოქვეყნებულია აღნიშნულ თემატიკასთან დაკავშირებული მიღწევები და მიღებული აქვს არაერთი დადებითი გამოხმაურება უცხოელი მეცნიერების მხრიდან.

 

ყველა სიახლე