სიახლეები და მოვლენები

27-12-2019 2019 წლის 27 დეკემბერს ჩატარდა ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის მორიგი სემინარი.
სემინარი მიეძღვნა პროფესორ რ. ქაცარავას და მისი თანამშრომლების მიღწევების მიმოხილვას მაღალმოლეკულურ ნაერთთა ქიმიაში. მოხსენების პირველი ნაწილი პროფ. რ. ქაცარავამ მიუძღვნა მისი სამეცნიერო ჯგუფის ფუნდამენტურ კვლევებს მაღალმოლეკულურ ნაერთთა ქიმიაში, კერძოდ, მათ მიერ შექმნილ პოლიმერების სინთ¬ეზის ახალ, მესამე თაობის პოლიკონდენსაციურ მეთოდს (დაბალტემ¬პე¬რა¬-ტურული და მაღალტემპერა¬ტუ¬რული პოლიკონდენსაციების შემდეგ, რომლებიც განიხილება როგორც პირველი და მეორე თაობის მეთოდები). ახალი მეთოდი, რომელსაც ეწოდა „გააქტივებული პოლიკონდენსაცია“, წინამორბედებისგან განსხვავებით გამოირჩევა სინთეზის უნიკალური შესაძლებლობებით და შედეგების მაღალი განმეორებადობით. რაც მნიშვნელოვანია სამედიცინო დანიშნულების მასალების დიზაინისას. პროფ. რ. ქაცარავას და თანამშრომლების მიერ მნიშვნელოვანი წვლილია შატანილი ასევე ე.წ. „სილილური პოლიკონდენსაციის“ განვითარებაში. ახალი მეთოდები განსაკუთრებით პერსპექტულია ბიოსამედიცინო დანიშნულების, უნიკალური სტრუქტურის ბიოსამედიცინო დანიშნულების პოლიმერული მასალების მისაღებად. პროფ. რ. ქაცარავას და თანამშრომლების მიერ შემუშავებული პოლიმერების სინთეზის ახალი მეთოდები აქტიურად გამოიყენება სხვა ქვეყნების მკვლევართა მიერ სპეცდანიშნულების, ბიოსამედიცინო პოლიმერების მისაღებად.
მოხსენების მეორე ნაწილი პროფ. რ. ქაცარავამ მიმოიხილა მისი სამეცნიერო ჯგუფის გამოყენებითი ხასიათის კვლევები, რომლებიც მჭიდროდ არის დაკავშირებული სამუშაოების ფუნდამენტურ ნაწილთან. პროფ. რ. ქაცარავას და თანამშრომლების გამოყენებითი ხასიათის კვლევები ეძღვნება ახალ მაკრომოლეკულურ სისტემებს ბუნებრივი ამინომჟავების საფუძველზე - ე.წ. ფსევდოპროტეინებს, მათ მიღებას, კვლევას და გამოყენებას. ბუნებრივი წარმოშობის ამინომჟავური პოლიმერებისგან - ცილებისგან (პროტეინებისგან) განსხვავებით ახალი სისტემები გამოირჩება დაბალი იმუნოგენურობითა და სამასალე თვისებათა ფართო სპექტრით, შენარჩუნებული აქვთ რა ამავე დროს პროტეინების დადებითი თვისებები - მაღალი თავსებადობა ქსოვილებთად და უჯრედების მკვებავი უნარი (გამოყოფენ ამინომჟავებს ბიოდეგრადაციისას). ახალ მასალებსა თუ სინთეზის მეთოდებზე პროფ. რ. ქაცარავას და თანამშრომლებს დაფიქსირებული აქვთ 61 გამოგინება - 30 სსრკ პატენტი (საავტორო მოწმობა), 11 საქართველოს პატენტი, 13 აშშ და სხვა ქვეყნების პატენტი, 7 PCT განაცხადი. ფსევდოპროტეინები დანერგილია სამედიცინო მასალები სახით აშშ-ში, ჰოლანდიაში, კანადასა და ჩინეთში.
მოხსენებაში პროფ. რ.ქაცარავამ მოიყვანა სხვა ციფრობრივი მონაცემებიც. დღეისათვის მას და თანამშრომლებს გამოქვეყნებული აქვს 460 მეტი შრომა, მათგან 198 რეცენზირებად ჟურნალებში, შრომების ციტირების ინდექსია 2883 (Google Scholar, 17 იანვრის მონაცემებით). პროფ. რ.ქაცარავას აღზდილი ჰყავს 32 მეცნ. დოქტორი, კანდიდატი და აკად. დოქტორი, იყო 2 PhD დისერტაციის კონსულტანტი კორნელის უნივერსიტეტში (აშშ). ამჟამად დასაცავად გამზადებულია კიდევ ერთი დისერტაცია, ასევე ხელმძღვანელობს კიდევ სამ დოქტორანტს. 2017 წელს პროფ. რ.ქაცარავას მიენიჭა საქართველოს საუკეთესო მეცნიერის წოდება, 2019 წელს არჩეულია საქართველოს მეცნირებათა აკადემიის ნამდვილ წევრად, არის საერთაშორისო მრავალი პროფესიული გაერთიანების და ჟურნალების რედკო-ლეგიების წევრი, საერთაშორისო ჟურნალების რეცენზენტი. დაჯილდო¬ებულია ღირსების ორდენით, მსოფლიო ინტელექტუალური საკუთრების ორგანიზაციის (WIPO) ოქროს მედლით, სვანტე არენიუსის პრიზით.










 

ყველა სიახლე