სიახლეები და მოვლენები

20-11-2019 1. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დაინიშნოს არჩევნები 2019 წლის 10 დეკემბერს.
2. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი აირჩევა ფაკულტეტის საბჭოს მიერ 4 წლის ვადით. ერთი და იგივე პირი ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსად შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
3. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პროფესორმა ან ასოცირებულმა პროფესორმა.
4. კანდიდატებმა განცხადება და თანდართული დოკუმენტები უნდა შეიტანონ 2019 წლის 26 ნოემბრიდან 03 დეკემბრამდე ფაკულტეტის საარჩევნო კომისიაში. განცხადებები მიიღება 10 საათიდან 17 საათამდე, შაბათ-კვირის და უქმე დღეების გარდა.
5. განცხადებას თან უნდა დაერთოს:
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პ/მოწმობის, პასპორტის) ასლი;
ბ) ცნობა ტექნიკური უნივერსიტეტის შესაბამის ფაკულტეტზე დაკავებული აკადემიური თანამდებობის შესახებ;
გ) CV;
დ) სამოქმედო გეგმა.


მისამართი: II კორპუსი, II სართული, ოთახი № 221,
ტელ: 595 329 345
62-19

 

ყველა სიახლე