სიახლეები და მოვლენები

17-06-2019 2019 წლის 7 ივნისს, ღვინის სახლ „რეზერვში“ გაიმართა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორის, მარიამ ხომასურიძის ავტორობით გამოცემული სახელმძღვანელოს - “ღვინის ზადი და ნაკლი“ პრეზენტაცია. ახალი გამოცემის პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის, ასევე, ღვინის სხვადასხვა კომპანიის: „შატო ზეგაანი“, „კახური ღვინოები“, „ლაგვინარი“, „სარაჯიშვილი“, „ასკანელი ძმები“, „კახური ტრადიციული ღვინოები“, „თელავის ღვინის მარანი“ წარმომადგენლები. როგორც პრეზენტაციაზე გამომსვლელებმა აღინიშნეს, სახელმძღვანელოში განხილული საკითხები წარმოადგენს საფუძვლიან მეთოდოლგიურ მასალას მაგისტრებისა და დოქტორანტებისათვის და ასევე, მოიცავს თანამედროვე ინფორმაციას ღვინის ტექნოლოგიის მიმართულებით, რაც უდავოდ დაეხმარება ღვინის მწარმოებლებს, მემარნეებს და მომხმარებლებს.



 

ყველა სიახლე