სიახლეები და მოვლენები

03-06-2019
         ელექტრონულ–სხივური ტექნოლოგიები, მიღწევები და პერსპექტივები

         მოხსენებაში მიმოხილულია ლითონებისა და შენადნობების ელექტრონული სხივით აორთქლებისა და ორთქლის ნაკადის შემდგომი კონდენსაციის გზით სტრუქტურის ჩამოყა¬ლიბების თავისე¬ბურებურებანი,`ფუძეშრე–ორთქლის ნაკადი~ფაზათა გამყოფ ზედა¬პირზე რე¬აქ¬ტიული დიფუზიის მიმდინარეობის გზით ფორმირებული გარდამავალი ზონების ბუნება და ფაზური შედგენილობა.
         დადგენილია, რომ ტიტანის ორთქლის ნაკადის კონდენსაციისა და რეაქტიული დიფუზიის მიმდინარეობის გზით Ti-Cu სისტემისგარდამავალ ზონაში ფაზები და სტრუქ¬ტურული შემდგენები ფორმირდება უწყვეტი, თანმიმდევრულად ურთიერთ¬მონა-ცვლე შრე¬ების სახით ტიტანის შემცველობის ზრდის შესაბამისად, გამოირიცხება რა ქვე და ზეევ¬ტექტიკური სტრუქტურების წარმოქმნის შესაძლებლობა.გამოვლენილია წონასწორულ პირობებში უცნობი ახალი ფაზა, რომელიც აისახება მარტივი ქიმიური ფორმულით TiCu8. რენტგენოსტრუქტურული ანალიზით დადასტურებულია წონასწორულ სისტემაში მეტა¬სტაბილური  (TiCu2)ფაზის არსებობა სტაბილურ მდგომარეობაში გარდამავალ ზონაში.
         გამოკვლეულია ფუძეშრის ზედაპირის აგებულებისა და ფაქიზი სტრუქტურის გავ-ლენა ფუძეშრესა და დანაფარს შორის შეჭიდულობის ხარისხზე შეუთავსებელი წყვილის, ალუმინის ფუძეშრისა და ZrO2–ის მაგალითზე. ნაჩვენებია, რომ ფუძეშრის ზედაპირის მიზანდასახულიად შეცვლით (გააქტიურებით) შესაძლებელია განხილულ წყვილშიმონო-ლითური კომპოზიტის მიღება. გაანალიზებულია ის ფაზური გარდაქმნები, რომლებიც მიმდინა¬რეობს Al-ZrO2გარდამავალ ზონაში, რაც დადებით ეფექტს უზრუნველყოფს.
         შესწავლილია კონდენსაციის დაბალტემპერატურულ [100C(–60C)] დიაპაზონში ფა¬ზათა წარმო¬ქმნის თავისებურებანი. დაფიქსირებულია კობალტის, ნიკელის, ტიტანისა და მოლიბდენის ნანოლრისტალური, რენტგენოსტრუქტურულად ამორფული მდგომარეობის სხვადასხვა მორფოლოგიები.
         განხილულია სპილენძისა და ალუმინის ზედაპიზე ძნელდნობადი ლითონის (Ni, Ta)დანაფარების მიღების შესაძლებლობა. შესაბამისი შენადნობთა სისტემის მდგომარეობის დიაგრამების ანალიზზე და ექსპერიმენტულ მონაცემებზე დაყრდნობით დადგენილია ორთქლის ნაკადის კონდენსაციის ოპტიმალური ტემპერატურული დიაპაზონები, რომლე¬ბიც დადებითი შედეგის მიღებას უზრუნველყოფს. გამოთქმულია ვარაუდი, რომ ფუძე¬შრე¬ებსა და ძნელდნობადი ლითონების კონდენსირებულ ფაზებს შორის კავშირი კოჰერენტუ¬ლი ან ნახევრადკოჰერენტულია. კვლევები ამ მიმართულებით გრძელდება.




















 

ყველა სიახლე