სიახლეები და მოვლენები

03-10-2018     2018 წლის 11-16 სექტემბერს, ქ. ერევანში გაიმართა VIII საერთაშორისო სემინარი "წარსულის სახეები"- ხელნაწერი და ბეჭდური ისტორიული მემკვიდრეობის შენახვისა და აღდგენის უახლესი ტექნოლოგიები.
სემინარზე მიწვევული გახლდათ, ტექნიკური უნივერსიტეტის პედაგოგი, ქიმიის დოქტორი თამარ გაგანიძე, რომელიც უკვე რამოდენიმე წელია, "საყოფაცხოვრებო ქიმიის პროდუქტების წარმოების განვითარების ხელშემწყობი სამეცნიერო- კვლევითი ცენტრი"-ს ბაზაზე, ეწევა სამეცნიერო- კვლევით სამუშაოებს, ხელნაწერი და საარქივო ფონდების რესტავრაცია-კონსერვაციის მიმართულებით. სემინარზე წარმოდგენილი იქნა კვლევა- "ქაღალდსაფუძვლიანი ისტორიული დოკუმენტების გარეცხვა-ნეიტრალიზაციის ტექნოლოგიური სქემა". თამარ გაგნიძე მრავალი წელია მოღვაწეობს ამ სფეროში, ის არაერთი საერთაშორისო კონფერენციისა და სემინარის მონაწილე და სამეცნიერო სტატიის ავტორია. სემინარზე აღნიშნულ იქნა სტუ-ს ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დაინტერესება და ხელშეწყობა ისტორიული მემკვიდრეობის შენახა- დაცვისა და რესტავრაცია- კონსერვაციის სფეროში სამეცნიერო კვლევების განხორციელების საქმეში.





მატანადარანის ხელნაწერთა ცენტრის რესტავრაცია-კონსერვაციის ლაბორატორიის კოლექტივი


 

ყველა სიახლე