ფაკულტეტი-სამშენებლო

არქივი

17-05-2017 გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტზე 2016-2017 სასწავლო წლის მეორე სემესტრში ინდივიდუალურ საგანმანათლებლო პროგრამაზე შესაძლებელია გადაყვანილიქნენ სტუდენტები სტუ-ს აკადემიური საბჭოს 2015 წლის 20 მარტის №1473 დადგენილების საფუძველზე (აკადემიური საბჭოს კრიტერიუმების მიხედვით).


დეკანატი


-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
სტუდენტების ინდივიდუალურ საგანმანათლებლო
პროგრამებზე გადაყვანის შესახებ

1. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2015 წლის 20 მარტის № 1473 დადგენილების თანახმად, 2015-2016 სასწავლო წლის I სემესტრში ინდივიდუალურ საგანმანათლებლო პროგრამებზე შესაძლოა გადაყვანილ იქნენ ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგებით ჩარიცხული შემდეგი კატეგორიის სტუდენტები:
ა) საქართველოს სახელით ოლიმპიური თამაშების, მსოფლიო, ევროპის ჩემპიონატების და სხვა საერთაშორისო შეჯიბრებების, აგრეთვე სტუ-ს სახელით საქართველოს ჩემპიონატებისა და უნივერსიადების მონაწილეები;
ბ) საქართველოს და სტუ-ს ნაკრებების წევრები;
გ) სტუ-ს შემოქმედებით და სახელოვნებო წრეებში (თეატრი, კაპელა, ქორეოგრაფიული ანსამბლი, კვარტეტი და ა.შ.) გაერთიანებული სტუდენტები, წარმოდგენილი სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის მიერ;
დ) თბილისში განლაგებულ დაწესებულებებში, როგორც წესი, პროფილით/სპეციალობით და სხვა სტრუქტურებში (მუნიციპალიტეტებში, სამინისტროებში და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში) დასაქმებულნი (გარდა სახელმწიფოს მიერ 100%-ით დაფინანსებული პროგრამების სტუდენტებისა), სტუ-ს რეკომენდაციით სტაჟირებაზე მყოფნი;
ე) სტუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) და ფაკულტეტების საბჭოების წევრი სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლები, ფაკულტეტების დეკანებისა და სენატის სპიკერის წარდგინებით;
ვ) ჯანმრთელობის პრობლემის მქონენი, ფეხმძიმეები და ორ წლამდე ჩვილების დედები.

2. სტუდენტმა განცხადება და სათანადო დოკუმენტაცია (ჯანმრთელობის ცნობა - ფორმა #100, მოწმობა, სერტიფიკატი, შესაბამისი ფედერაციის/ნაკრების უფლებამოსილი პირის შუამდგომლობა და ა.შ.; დასაქმებულმა ¬– სამსახურის ცნობა და სახელფასო ამონაწერი ბანკიდან) ინდივიდუალურ საგანმანათლებლო პროგრამაზე გადაყვანის თაობაზე უნდა წარმოადგინოს სტუ-ს კანცელარიაში 2015 წლის 11 დეკემბრის ჩათვლით.


--------------------------------------------------------------------------------------------
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

1.დისერტაციის წინასწარი დაცვა 2017წლის 24
აპრილიდან 29 აპრილის ჩათვლით;სწავლების მე-8-ე
კვირას შესაბამისი დეპარტამენტების გაფართოებულ
სხდომაზე

2.დისერტაციების დაცვები ჩატარდება
2017 წლის 03 ივლისიდან 15 ივლისის
ჩათვლით ;
3. საბუთების მიღება 2017წლის 01 მაისიდან 29 მაისის ჩათვლით;(სადისერტაციო
საბჭოს მდივანთან-)

4. დოქტორის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი სადისერტაციო საბჭო ჩატარდება
სავარაუდოდ 2017 წლის 29 მაისი-10 ივნისი

5. 2017 წლის 01-24 ივნისი ( დამოკიდებულია დაცვის თარიღზე)ორი კვირით ადრე ,
დაცვამდე , ინფორმაციის და ბრძანების პროექტის გაგზავნა სასწავლო დეპარტამენტში.
კოლოქვიუმი და სემინარები ჩატარდება 2017 წლის 03 ივლისიდან 15 ივლისის
ჩათვლით; აუცილებელია, დისერტაციის დაცვის, კოლოქვიუმის სემინარების და
დისერტაციის წინასწარი დაცვის ჩატარების მსვლელობის
ჩაწერა(დისკისწარმოდგენა),წინააღმდეგ შემთხვევაში დისერტაციის დაცვა,
კოლოქვიუმის და სემინარების ჩატარება არ ჩაითვლება
სადისერტაციო საბჭო



სიახლეებში დაბრუნება