მევენახეობა-მეღვინეობის დეპარტამენტი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება
მევენახეობა-მეღვინეობის სასწავლო პროგრამებზე

რა არის ამპელოგრაფია, მევენახეობა და ენოლოგია?
ამპელოგრაფია - მეცნიერება ვაზის ჯიშებისა და სახეობების შესახებ;
მევენახეობა - მეცნიერება  ყურძნის მოვლა-მოყვანის შესახებ;
ენოლოგია - მეცნიერება ღვინისა წარმოების შესახებ;
მევენახეობა-მეღვინეობის საგანმანათლებლო პროგრამები აერთიანებენ ზემოთ ჩამოთვლილ მეცნიერებებს.

პროგრამების წარმატების საწინდარი:

  • პროფესიონალური გუნდი;
  • თანამედროვედ აღჭურვილი შენობა-ნაგებობა;
  • ექსპერიმენტული ბაზები და ლაბორატორიები;
  • ადგილობრივ და საერთაშორისო ინსტიტუციებთან ეფექტური თანამშრომლობა ;


შექმნის ისტორია:
2014 წლის 13 მაისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ინიციატივით შეიქმნა მევენახეობა-მეღვინეობის ეროვნული ცენტრი, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოინჟინერიგნის ფაკულტეტზე 2015 წლიდან სამაგისტრო პროგრამები  ამოქმედდა.
2017 წლის ნოემბერში აგრარული მეცნიერებების და ბიოინჟინერიგნის ფაკულტეტზე შეიქმნა მევენახეობა-მეღვინეობის დეპარტამენტი, რომელიც აერთიანებს მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში კვლევისა და სწავლების მიმართულებებს.  სამეცნიერო-კვლევით აქტივობებში ჩართულია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებული სასწავლო-სამეცნიერო მევენახეობა-მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი (დადგენილება #1447, 02/20/2015), რომელიც მევენახეობა-მეღვინეობის დარგში ახორციელებს კვლევების ფართო სპექტრს არამარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.

დეპარტამენტის მისია და ხედვა:

  • განათლების უწყვეტი ჯაჭვი - უნივერსიტეტი, რომელიც სთავაზობს საერთაშორისო სტანდარტებზე ორიენტირებულ მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით საბაკალავრო პროგრამას;
  • მევენახეობა-მეღვინეობის ინგლისურ და ქართულენოვან სამაგისტრო სასწავლო პროგრამებს, რომელიც შექმნილია მევენახეობა-მეღვინეობის, როგორც კერძო სექტორში ასევე, სამეცნიერო ნაწილში მომუშავე კვალიფიციური კადრის მიერ;
  • ხარისხისა და უწყვეტი განვითარების მოთხოვნების შესაბამისად, მევენახეობა-მეღვინეობის დარგში შედეგზე ორიენტირებული განათლებისა და  სამეცნიერო კვლევების წარმოება, ადგილობრივი და რეგიონალური ბაზრის მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით კვლევისა და ეთიკური გარემოს ფარგლებში მდგრადი განვითარება;
  • სტუდენტთა ინტელექტუალური აზროვნების გაძლიერება;
  • საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით დარგის მომავალ ლიდერზე ზრუნვა; 


დეპარტამენტის მიზნები:

  • საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით, მევენახეობა-მეღვინეობის დარგში  პროფესიული კადრების მომზადება;
  • საზოგადოების განვითარების ხელშეწყობის მიზნით ხარისხიანი სასწავლო პროგრამებით უზრუნველყოფა;
  • მევენახეობა-მეღვინეობის სამეცნიერო წინსვლის მიზნით, საბაკალავრო, სამაგისტრო  და სადოქტორო პროგრამების უწყვეტი განვითარება;
  • ქვეყნის სოფლის მეურნეობისა და მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების მიზნით, კვლევებისა და გამოყენებითი კვლევების წარმოება;
  • ერთობლივი პროექტებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით ფაკულტეტისა და სხვა საერთაშორისო ინსტიტუტებისა და ფაკულტეტების კულტურული და სამეცნიერო ურთიერთობების გააქტიურება, კონფერენციებისა და სხვა აქტივობების დაგეგმვა;


კვლევითი კომპონენტი

  • დეპარტამენტში მიმდინარე კვლევითი პროექტები კი ხორციელდება მევენახეობა-მეღვინეობის კერძო და სახელმწიფო უწყებათა ექსპერიმენტალურ და საწარმოო ბაზებზე მათთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში;
  • დეპარტამენტი სარგებლობს ეროვნული და საერთაშორისო აღიარებებით და თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან და კვლევით ორგანიზაციებთან;
  • ორმხრივი შეთანხმებები ფარგლებში მიმდინარეობს სტუდენტთა და პერსონალთა გაცვლითი პროგრამები, ასევე მრავალი ერთობლივი კვლევითი პროექტი;


საგანმანათლებლო პროგრამები


საბაკალავრო პროგრამა - მევენახეობა-ენოლოგიის მიზანია  მევენახებისა და ენოლოგიის დარგის სპეციალისტების მომზადება, რომლებსაც თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება ექნებათ საკითებზე:

  • მევენახეობისა და ენოლოგიის ძირითად პრინციპები და ელემენტები;
  • ვენახის გაშენების თავისებურებები, ყურძნის ფიზიოლოგია და ყურძნის პროდუქცია;
  • მიკროკლიმატის, ნიადაგისა და სხვა ფაქტორების გავლენას ყურძნისა და ღვინის ხარისხზე;
  • ვაზისა და ყურძნის დაავადებები;
  • ხილისა და ღვინის მიკრობიოლოგია;
  • ყურძნიდან ღვინის წარმოების სხვადასხვა მეთოდები;
  • წარმოების ეკონომიკურ ასპექტები, ვენახისა და ღვინის საწარმოს მართვის სისტემები;
  • დარგის რეგულირების ამოცანები, მევენახეობისა და ენოლოგიისათვის დადგენილ მოთხოვნები;
  • საწარმოო პრაქტიკა: პრაქტიკული უნარების ათვისების  მიზნით საწარმოო პრაქტიკის გავლა ვენახში, ღვინის საწარმოებსა და ღვინის ლაბორატორიაში;

მევენახეობა-ენოლოგიის საბაკალაბრო პროგრამის სტუდენტებს საშუალება ეძლევათ, დამატებითი საკვალისიფკაციო მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში, ერთი სემესტრი გაატარონ მილანის უნივერსიტეტში (იტალია) და სწავლის დასრულების შემდეგ მიიღონ ორმაგი დიპლომი და კვალიფიკაცია ორივე უნივერსიტეტიდან.


სამაგისტრო პროგრამების მიზანია:

  • შრომის ბაზრის მოთხოვნილების შესაბამისად მევენახეობა-მეღვინეობის დარგისათვის  კვალიფიციური კადრის მომზადება;
  • მაგისტრანტის მიერ კონკრეტულ მიმართულების კონკრეტულ კვლევაზე მუშაობის ხელშეწყობა;
  •  დარგის ის თეორიული და პრაქტიკული საკითხების შესწავლა, რომელიც აუცილებელია აღნიშნულ სფეროში მოღვაწე სპეციალისტისათვის;
  • დარგში არსებული თანამედროვე და ტრადიციული  ტექნოლოგიების, მეთოდებისა და  ინოვაციების, ასევე, ყურძნის მოყვანის იმ მნიშვნელოვანი ასპექტებისა და წესების გაცნობა, რომელნიც ზეგავლენას ახდენენ ღვინის ხარისხზე;
  • ვენახში, ღვინის საწარმოში და შესაბამისი პროფილის ლაბორატორიაში მუშაობისათვის   საჭირო პრაქტიკული გამოცდილების შეძენა და სამეცნიერო სამუშაოების განხორციელება;