მევენახეობა-მეღვინეობის პროგრამის სტუდენტები ვენახში ჩასატარებელ სამუშაოებს გაეცვნენ

04/12/2022

ახალგაზრდა კადრების მოზიდვის, მომზადების და აგრარულ სფეროში ჩართვის მიზნით, ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონტრაციო ბაზაზე, აგრარული მეცნიერებების და ბიოსიტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის მევენახეობა-მეღვინეობის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის, საველე ტრენინგი ჩატარდა. სტუდენტებმა მოისმინეს ინფორმაცია ვაზის ჯიშებზე, ნერგის წარმოების პროცესებზე, ვენახის აგროტექნოლოგიაზე და ნერგის დარგვის წესებზე.

მომავალ მევენახე-მეღვინეებს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ ცენტრის საქმიანობა, მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით არსებული პროექტები და ვაზის სხვლა-ფორმირების წესები გააცნო. სტუდენტებმა ვენახის სხვლის პროცესში მიიღეს მონაწილეობა.

მსგავსი ღონისძიებები კვლავაც გაგრძელდება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს შორის გაფორმებულია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით იმართება საველე გასვლები, საჯარო ლექციები და სხვა აქტივობები.


   
   
   


 

სიახლეებში დაბრუნება