05/23/2019
მილანის უნივერსიტეტის პროფესორები ენოლოგი დანიელა ფრანკასეტი და მევენახე გაბრიელა დე ლორენცი ერასმუსის პროგრამის ფარგლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის მევენახეობა-მეღვინეობის დეპარტამენტს 13-17 მაისს ეწვივნენ.
პროფესორები მევენახეობა-მეღვინეობის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს შეხვდნენ და მეღვინეობისა და მევენახეობის საკითხებზე საჯარო ლექციები გამართეს.
პროგრამის ფარგლებში მათ მოინახულეს ბაზები, სადაც ფაკულტეტის სტუდენტები გადიან საწარმოო და საველე პრაქტიკებს. მათ დაათვალიერეს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის პროფ. ივანე სარიშვილის სახელობის ნიადაგის კვლევის, მცენარეთა მიკროკლონური (In vitro) გამრავლებისა და უვირუსო სარგავი მასალის და მოლეკულური მარკირების (დნმ) ლაბორატორები და მათ მუშაობას გაეცნენ. სტუმრებმა ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზაც მოინახულეს, ქართული ვაზის კოლექცია დაათვალიერეს და საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიას გაეცნენ.
სიახლეებში დაბრუნება