უზბეკეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე

05/17/2018

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს სამუშაო ვიზიტით უზბეკეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაცია ეწვია. დელეგაციას უზბეკეთის სააქციო საზოგადოების „UZ WINE INDUSTRY“ დირექტორი ხელმძღვანელობდა. ვიზიტის მიზანია მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების, კონსუტაციებისა და ასევე ერთობლივი პროექტების განხორციელება უზბეკი სტუდენტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობისთვის. ამ მიზნით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და უზბეკეთის რესპუბლიკის ქიმიურ-ტექნოლოგიურ ინსტიტუტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც მეღვინეობა-მევენახეობის მიმართულებით მხარდაჭერასა და საერთო კვლევების განხორციელებას გულისხმობს. თანამშრომლობის ფარგლებში ტექნიკური უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის დეპარტამენტის პროფესორების დახმარებით უზბეკეთში, კერძოდ ქიმიურ-ტექნოლოგიურ ინსტიტუტში დაარსდება სომელიეთა სკოლა. მემორანდუმი საერთო პროგრამების განხორციელებას და განვითარებას, საგანმანათლებლო ტრენინგ-სემინარების მოწყობას, მეღვინეობისა და მევენახეობის სფეროში ინოვაციური ტექნოლოგიების გაზიარებას გულისხმობს..

                                                                               
      

    

 

სიახლეებში დაბრუნება