მილანის უნივერსიტეტის პროფესორები საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს სტუმრობდნენ

06/14/2018

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტს მილანის უნივერსიტეტის პროფესორები ეწვივნენ.

მილანის უნივერსიტეტის პროფესეორების, მევენახეობისა და ენოლოგიის საერთაშორისო სამაგისტრო ხარისხის კომიტეტის წევრის ანტონიო ტირელის და პათოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელის პიერო ატილიო ბიანკოს ვიზიტი, საქართველოს და იტალიას შორის გაფორმებული ერთობლივი საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში პროფესორებმა შეხვედრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანთან, დეპარტამენეტების უფროსებთან და მევენახეობა-ენოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელებთან გამართეს, სადაც უნივერისტეტის პროგრამებზე, სამომავლო გეგმებზე და არსებულ თანამშრომლობაზე იმსჯელეს. მილანის უნივერსიტეტის პროფესორებმა სტუდენტებისთვის ლექციაც ჩაატარეს.

პროექტი მევენახეობა-ენოლოგიის მიმართულებით უფასო საბაკალავრო ხარისხის მიღებას გულისხმობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს საშუალება ეძლევათ დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში ერთი სემესტრი მილანის უნივერსიტეტში გაიარონ და სწავლის დასრულების შემდეგ ორმაგი დიპლომი მიიღონ.

საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის პოტენციალის გაცნობის მიზნით, ისინი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავაწლოვანი კულტურების კვლევისა და სარგავი მასალების წარმოების ექპერიმენტალურ ბაზას ეწვივნენ. მათ ბაზაზე გაშენებული საკოლექციო ვენახი დაათვალიერეს და იშვიათი ვაზის ჯიშებისგან დაყენებული ღვინო დააგემოვნეს.

ვიზიტის ფარგლებში ანტონიო ტარელიმ და პიერო ატილიო ბიანკომ ყველა ის ბაზა და ლაბორატორია მოინახულეს, რომელიც საბაკალავრო პროგრამის განხორციელების პროცესშია ჩართული, მათ შორის ღვინისა და ბრენდის ქარხნები და მარნებიც.






  

  

  

  


 

სიახლეებში დაბრუნება