06/06/2019
მიმდინარე წლის 2-8 ივნისის ჩათვლით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის მევენახეობა-მეღვინეობის დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი ნინო ჩხარტიშვილი ერასმუს+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მილანის უნივერსიტეტში იმყოფებოდა.
პროგრამის მიზანს უნივერსიტეტის გაცნობა, თემატური ლექცია: “ქართული მევენახეობა-მეღვინეობა, ტექნოლოგიური თავისებურებები, დარგში მიმდინარე პროცესები” და ქართული ღვინის დაგემოვნება წარმოადგენდა.
ვიზიტის ფარგლებში, ნინო ჩხარტიშვილმა წარადგინა პრეზენტაცია, როგორც უნივერსიტეტის, მასში მიმდინარე სასწავლო პროცესის, ასევე ფაკულტეტსა და დეპარტამეტში განხორციელებული სასწავლო პროგრამების აქტივობებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.
მან შეხვედრები გამართა მილანის ტექნიკური უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის პროფესორ-მასწავლებლებთან, საუბრისას გამოიკვეთა ტექნოლოგიური და ღვინის მარკეტინგის მიმართულებით რამოდენიმე საერთაშორისო პროექტი, რომლის განხორციელებაც უახლოეს მომავალში ამ ორი უნივერსიტეტის ჩართულობით დაიწყება.
აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტის პროფესორი შეხვდა მევნახეობა-მეღვინეობის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის პირველი კურსის, ერასმუს+ გაცვლითი პროგრამაში მონაწილე 5 წარმატებულ ქართველ სტუდენტს, რომლებიც უკვე მეექვსე თვეა იმყოფებიან უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის დეპარტმანეტში და გადიან სალექციო და პრაქტიკულ კურსებს, ატარებენ კვლევებს, ჩართულები არიან უნივერსიტეტში მიმდინარე სხვადასხვა ღონისძიებსა და აქტივობებში.
მილანის უნივერსიტეტის ტრადიციის მიხედვით იგეგმება ყოველწიური ღია კარის დღეები, სადაც წარმოჩენილია დეპარტამენტი პროფესორებითურთ და მათ მიერ განხორციელებული და მიმდინარე კვლევები. აღნიშნულ ღონისძიებაში რა თქმა უნდა ღონისძიებაში ქართველ სტუდენტებთან ერთად თავად პროფესორიც იღებდა მონაწილებას.
ვიზიტის დასასრულს, პროფესორმა ნინო ჩხარტიშვილმა მილანის უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის დეპარტამენტის სტუდენტებს წაუკითხა ლექცია თემაზე: ქართული მევენახეობა-მეღვინეობის ისტორია, ტექნოლოგიური თავისებურებები და ქართული ღვინის ადგილი დღეს მსოფლიო ბაზარზე. სალექციო კურსის მსვლელობისას ნაჩვენები იყო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმი ქართული მევენახეობა-მეღვინეობის შესახებ, სადაც მსოფლიოს წამყვანი მათ შორის მილანის უნივერსიტეტების პროფესორები არქეოლოგიური გათხრებისა და კვლევებზე დაყრდნობით საუბრობენ დარგის 8000 წლოვან უწყვეტ ისტორიაზე. იტალიელმა სტუდენტებმა ინფორმაცია მიიღეს იმ საერთაშორისო პროექტებისა და ურთიერთობების შესახებ, რომელიც დღეს მიმდინარეობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ამავე მიმართულებით. მან ისაუბრა ასევე საქართველოსა და მილანის უნივერსიტეტებს შორის ამ ურთიერთობების გაღმავების შესახებ.
ლექციის ბოლოს, ტრადიციულად გაიმართა ქართული ღვინის - კერძოდ ქვევრისა და იმერული ღვინის დეგუსტაცუა. როგორც უნივერსიტეტის ღვინის მარკეტინგის პროფესორმა სტეფანო კორსომ აღნიშნა - ორივე ღვინო წარმოადგენს საერთაშორისო ბაზრისთვის მეტად საინტერესო პროდუქტს, რომელიც საჭიროებს ზედმიწევნით შესწავლას და მარკეტინგულ კვლევას. დაიგეგმა სამომავლო ღონისძებებიც.
აღსანიშნავია, რომ მილანსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტებს შორის, ურთიერტთანამშორმლობის მემორანდუმს ხელი 2017 წელს მოეწერა და აღნიშნული პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს ორდიპლომიანი მევენახეობა-მეღვინეობის საბაკალავრო პროგრამა, რომელიც დღეს 60 ბაკალავრი სტუდენტის სახით არის წარმოდგენილი.
სიახლეებში დაბრუნება