საქართველოს ტექნიკურ და აიოვას უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობა ღრმავდება

06/01/2018 აიოვას უნივერსიტეტის პროფესორები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტს სამუშაო ვიზიტით ესტუმრნენ, რომლის მიზანიც ორ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და გაცვლითი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების შემუშავებაა.  
შეხვედრას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი, აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანი გიორგი ქვარცხავა, ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის (MCG) ხელმძღვანელი მაგდა მაღრაძე,   რკინიგზის გენერალური დირექტორი დავით ფერაძე, საქართველოში ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები და ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები ესწრებოდნენ. 
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინიციატივით, აიოვას უნივერსიტეტის პროფესორს სტივენ ფრიმენს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის ხარისხი მიენიჭა.
აღსანიშნავია, რომ აიოვას უნივერსიტეტთან მეცხოველეობის, წყლისა და ნიადაგის ინჟინერინგისა და აგრონომიის მიმართულებით თანამშრომლობა უკვე 5 წელია მიმდინარეობს.



 

სიახლეებში დაბრუნება