უნგრეთთან თანამშრომლობა იგეგმება

05/25/2018 უნგრეთის სოფლის მეურნეობის კვლევისა და ინოვაციების ეროვნული ცენტრის მეხილეობის ეროვნული კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლები საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში, 
მეცნიერები საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ეწვივნენ, გაეცნენ ინფრაქტრუქტურასა და სასწავლო-საკვლევი ლაბორატორიები დაათვალიერეს. აგრარული მეცნიერებების და აგროინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანთან და სხვა წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა მეხილეობის მიმართულებით ქვეყნების პოტენციალი, თანამშრომლობის შესაძლებლობები და სამომავლო პროექტები განიხილეს. სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია ჩაატარეს.
ვიზიტის ფარგლებში, უნგრეთის სოფლის მეურნეობის კვლევისა და ინოვაციების ეროვნული ცენტრის მეხილეობის კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლებმა ჯიღაურას ექსპერიმენტალური ბაზა და ქალაქ გორში ხეხილის ბაღები დაათვალიერეს.

იხილეთ ვიდეო


 

სიახლეებში დაბრუნება