05/17/2018
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს სამუშაო ვიზიტით უზბეკეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაცია ეწვია. დელეგაციას უზბეკეთის სააქციო საზოგადოების „UZ WINE INDUSTRY“ დირექტორი ხელმძღვანელობდა.
ვიზიტის მიზანია მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების, კონსუტაციებისა და ასევე ერთობლივი პროექტების განხორციელება უზბეკი სტუდენტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობისთვის.
ამ მიზნით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და უზბეკეთის რესპუბლიკის ქიმიურ-ტექნოლოგიურ ინსტიტუტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც მეღვინეობა-მევენახეობის მიმართულებით მხარდაჭერასა და საერთო კვლევების განხორციელებას გულისხმობს.
თანამშრომლობის ფარგლებში ტექნიკური უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის დეპარტამენტის პროფესორების დახმარებით უზბეკეთში, კერძოდ ქიმიურ-ტექნოლოგიურ ინსტიტუტში დაარსდება სომელიეთა სკოლა. მემორანდუმი საერთო პროგრამების განხორციელებას და განვითარებას, საგანმანათლებლო ტრენინგ-სემინარების მოწყობას, მეღვინეობისა და მევენახეობის სფეროში ინოვაციური ტექნოლოგიების გაზიარებას გულისხმობს.
სიახლეებში დაბრუნება