ღია კარის დღე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში

03/09/2018 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემის ინჟინერინგის ფაკულტეტზე ღია კარის დღე გაიმართა. თბილისისა და რეგიონის სკოლის მოსწავლეებს ფაკულტეტის პროგრამები და საწავლო გეგმა გააცნეს, ახალგაზრდებმა უნივერსიტეტის ლაბორატორიებიც დაათვალიერეს. აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემის ინჟინერინგის 
ფაკულტეტის პროგრამების ხელმძღვანელებმა მოსწავლეებს დაწვრილებით გააცნეს ყველა ის პროგრამა, რომელსაც სასწავლებელი ახორციელებს. 

აღსანიშნავია, რომ ახალი სასწავლო წლიდან ფაკულტეტს ახალი პროგრამა - მევენახეობა-მეღვინეობის საბაკალავრო პროგრამა ემატება, რომელსაც სახელმწიფო სრულად აფინანსებს. პროგრამა მილანის უნივერსიტეტთან ერთად ხორციელდება და საუკეთესო სტუდენტები ბოლო კურსის ერთერთ სასწავლო სემესტრს მილანის უნივერსიტეტში გაატარებენ, სწავლის დამთავრების შემდეგ კი სტუდენტები ორმაგ დიპლომს მიიღებენ.



  

  

  

   



 

სიახლეებში დაბრუნება