ღია კარის დღე და შემეცნებითი ტური საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე

03/02/2018 მიმდინარე წლის 9 მარტს, 12 საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი გეპატიჟებათ ღია კარის დღეზე სკოლის მოსწავლეებს, მშობლებს, მასწავლებლებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს.

ღონისძიების ფარგლებში უნივერსიტეტი გთავაზობთ შესაძლებლობას გვეწვიოთ და გაეცნოთ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ აუდიტორიულ თუ ლაბორატორიულ სასწავლო გარემოსა და პირობებს, შეხვდეთ უნივერსიტეტის მენეჯმენტს, მიიღოთ თქვენთვის საჭირო ყველა დეტალური ინფორმაცია ფაკულტეტის, პროგრამების, დაფინანსებისა და კონკურსების შესახებ.

ღია კარის დღეზე თქვენ გელოდებათ საინტერესო შემეცნებითი პროგრამა, რომელიც დაგეხმარებათ მომავალი პროფესიის არჩევაში.

მისამართი : ქ.თბილისი გურამიშვილის გამზირი N17
საკონტაქტო ტელეფონი: 599 11 47 07 ნესტანი

 

სიახლეებში დაბრუნება