მილანის უნივერსიტეტის პროფესორები საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს სტუმრობდნენ

02/28/2018 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტს მილანის უნივერსიტეტის პროფესორები ეწვივნენ.
მილანის უნივერსიტეტის პროფესეორების, მევენახეობისა და ენოლოგიის საერთაშორისო სამაგისტრო ხარისხის კომიტეტის წევრის ანტონიო ტირელის და პათოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელის პიერო ატილიო ბიანკოს ვიზიტი, საქართველოს და იტალიას შორის გაფორმებული ერთობლივი საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში პროფესორებმა შეხვედრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანთან, დეპარტამენეტების უფროსებთან და მევენახეობა-ენოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელებთან გამართეს, სადაც უნივერისტეტის პროგრამებზე, სამომავლო გეგმებზე და არსებულ თანამშრომლობაზე იმსჯელეს. მილანის უნივერსიტეტის პროფესორებმა სტუდენტებისთვის ლექციაც ჩაატარეს.

 

სიახლეებში დაბრუნება