აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის განცხადება

11/16/2015
აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის
განცხადება

2015 წლის 1 დეკემბერს აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის 

ფაკულტეტის საბჭოს სხდომაზე ჩატარდება ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს 

თავმჯდომარის არჩევნები. 

არჩევნებში მონაწილეობის მსურველებმა, განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია 

უნდა წარმოადგინონ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული 

მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანატში (მისამართი: 

სტუ-ს პირველი კორპუსი მე-6 სართული, ოთახი N 612 გ) 2015 წლის 17 ნოემბრიდან 24 

ნოემბრის ჩათვლით. საბუთები მიიღება ყოველდღე 10 საათიდან 15 საათამდე 

გამოსასვლელი დღეების და კვირის გარდა.

არჩევნებში მონაწილეობის მსურველთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
  1. განცხადება;
  2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  3. მონაცემები განათლებისა და შრომითი საქმიანობის შესახებ (CV);
  4. განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლი;
  5. აკადემიური/სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის/დოკუმენტების ასლი;
  6. ცნობა აკადემიური თანამდებობის დაკავების შესახებ.

 

სიახლეებში დაბრუნება