ქართული | ENGLISH
კონტაქტი | საიტის რუკა | ძებნა
გამოშვების თარიღი: 2023 წლის 1 ივნისი
მეღვინეობის მეცნიერებაში ჩართულმა ოცდაერთმა ორგანიზაციამ მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაართიანეს თავისი ძალები, რათა მოეპოვებინათ წარმატება ევროკავშირის პროექტების კონკურსში. „ჰორიზონტი ევროპა“ პროგრამის ფარგლებში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ამ პროექტის საქმიანობა წარიმართება უახლესი კვლევების განხორციელების მიმართულებით, დოქტორანტების კვალიფიკაციის ამაღლებისა და საზოგადოების ინფორმირებულობისათვის მეღვინეობის ახალი მიდგომების შესახებ. პროექტი Eco2Wine დაიწყება 2023 წლის ბოლოს, დაახლოებით 2,4 მილიონი ევროს ჯამური დაფინანსებით და გაგრძელდება ოთხი წლის განმავლობაში. პროექტის ფარგლებში მომზადდება ათი დოქტორანტი.
პროექტის Eco2Wine სამეცნიერო მიზანია ღვინის დაყენების დროს წარმოქმნილი მიკრობული ურთიერთქმედებების ინოვაციურ ინსტრუმენტად გამოყენება. ამასთან ერთად, პროექტის ამოცანებია ნატურალური, ეკოლოგიურად სუფთა ღვინოების წარმოება, ვენახის მოვლის მეთოდების (მენეჯმენტის) გაუმჯობესებისა და მომხმარებლებისთვის ღვინის მეტი არჩევანის შეთავაზება. გარდა იმისა, რომ პროექტი ფოკუსირებული იქნება უახლეს მეცნიერულ მიღწევებზე, ის ასევე გამოიყენებს შემოქმედებით მიდგომებს საზოგადოებრივი კომუნიკაციისა და ჩართულობის კუთხით, რაც მოიცავს ციფრულ ფორმატში ისტორიების თხრობას, ვირტუალურ ჩვენებებს, მეცნიერება-ხელოვნების კავშირებს, ასევე მცდელობებს ჩართოს შესაბამისი საზოგადოებრივი ჯგუფები ახალი იდეებისა და ცოდნის ერთობლივად შექმნაში. გუნდი უზრუნველყოფს მიღწევებისა და შედეგების მუდმივ გაზიარებას ძირითადი და სოციალური მედია საშუალებებით.
მილანის უნივერსიტეტის მიერ კოორდინირებული Eco2Wine კონსორციუმის პარტნიორი ინსტიტუტები მდებარეობენ მეღვინეობის შემდეგ ქვეყნებში: იტალია, გერმანია, საფრანგეთი, საქართველი, ესპანეთი, სლოვენია და სამხრეთ აფრიკა. მონაწილე უნივერსიტეტები არიან: მილანის უნივერსიტეტი; ბურგუნდიის უნივერსიტეტი; გაიზენჰაიმის უნივერსიტეტი; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი; პერუჯის უნივერსიტეტი; ლუბლიანას უნივერსიტეტი; კადისის უნივერსიტეტი და სტელენბოშის უნივერსიტეტი, ასევე ესპანეთის ეროვნული კვლევების საბჭო.
პროექტში თითოეული ქვეყნიდან ასევე ჩართულია რამდენიმე ვენახი და ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენელი პარტნიორები. მათ შორისაა: საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო; მიგელ ტორესი სა (ესპანეთი); ფონდი „რიოხა სალუდი“ (ესპანეთი); ვაინტექი (სამხრეთ აფრიკა); პარსეკი (იტალია); სანერგეთა კოოპერატივი რაუშედო (იტალია); ბოჟოლეს საზოგადოება სიკარექსი (საფრანგეთი); აგრარული მეურნეობა ფერგეტინა (იტალია); შპს ღვინის კომპანია შუმი (საქართველო), მეღვინეობა პეტრიჩი (სლოვენია) და მეღვინეობა რეინეკე (სამხრეთ აფრიკა).
დამატებითი ინფორმაცია: პროფესორი ილეანა ვიჯენტინი; ე-მაილი: ileana.vigentini@unimi.it