საფრანგეთის სენატორის ვიზიტი სტუ-ს აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე

01/31/2023

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანმა გიორგი ქვარცხავამ და დეკანის მოადგილემ თამარ საჩანელმა უმასპინძლეს ფრანგ სენატორ - რონან ლე გლეტს, ფრანგული ინსტიტუტის დირექტორს - კამილ ნორას, საფრანგეთის სამეცნიერო და აკადემიური თანამშრომლობის ატაშე - ალექსანდრა რიხტერს, ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის კომუნიკაციების მენეჯერს ნესტან ტალახაძეს და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს.


საფრანგეთის სენატორ რონან ლე გლეტს სტუ-ს და თსუ-ს წარმომადგენლებმა გააცნეს ფრანგული-ქართული უნივერსიტეტის ფარგლებში შემუშავებული ორდიპლომიანი პროგრამები. ისაუბრეს ასევე, ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე განხორციელებულ სხვა აქტივობებზე.

ვიზიტისას სტუმრებმა დაათვალიერეს ლაბორატორიები. დააგემოვნეს ორდიპლომიანი საბაკალავრო პროგრამის ფრანგული მოდულის „რძის პროდუქტების მენეჯმენტი“-ს სტუდენტების მიერ მომზადებული ფრანგული ყველის სხვადასხვა სახეობები. საუბარი შედგა სამომავლო თანამშრომლობაზე. 


 

სიახლეებში დაბრუნება