კოლაბორაცია მევენახე-მეღვინე სტუდენტებს შორის

12/28/2022



კოვიდ-19-ის შემდეგ, სტუდენტური ცხოვრება აქტიურ ფაზაში შედის.

აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერიგნის ფაკულტეტის მევენახეობისა და მეღვინეობის დეპარტამენტის ორგანიზებით ფაკულტეტზე მრავალი მნიშვნელოვანი აქტივობა იგეგმება.

სტუდენტური ღონისძიებები ხელს არა მარტო სტუდენტების, როგორც მომავალი მევენახე-მეღვინეების ურთიერთგაცნობას, არამედ მათი საქმიანობის წარდგენას, და გამოცდილების გაზიარებას შუწყობს.

2022-2023 აკადემიური სასწავლო წლის პერიოდში კიდევ ერთ მნიშვნელოვან კოლაბორაციას ჩაეყარა საფუძველი, რომელიც თეორიული და პრაქტიკული გამოცდილებისა და  გაზიარების მიზნით, მევენახეობა და მეღვინეობის საბაკალავრო და სამაგისტრო, ასევე კურსდათვარებულთა კოლაბორაციას  გულისხმობს.

პირველი შეხვედრა საბაკალავრო პროგრამის  „მევენახეობა და ენოლოგია“ მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტებს შორის გაიმართა.

ორდიპლომიანი პროგრამის დამამთავრებელი კურსის წარჩინებულმა სტუდენტებმა ირაკლი ათანელიშვილმა და სანდრო ძერიამ უმცროსს კოლეგებს გაუზიარეს მევენახეობა-მეღვინეობაში გამოცდილება და წარუდგინეს საკუთარი პროდუქცია. სტუდენტურ აუდიენციას მიაწოდეს ინფორმაცია ყურძნის ჯიშის, რთველის, ყურძნის მიღება-გადამუშავების სპეციფიკის თაობაზე. გააცნეს თავიანთ ქარხანაში მიმდინარე პროცესები, ისაუბრეს მათ მიერ წარმოებულ ადგილწარმოშობის დასახელებისა და ქვევრის ღვინოებზე.

მესამე და მეოთხე კურსელთა შეხვედრა პროდუქციის დაგემოვნებითა და  დისკუსიით დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები მუდმივ ხასიათს მიიღებს და  სხვადასხვა საფეხურის მევენახეობა-მეღვინეობის პროგრამისა და კურსის სტუდენტთა სამომავლო თანამშრომლობის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.

აქტივობები ხორციელდება და მომავალშიც განხორციელდება აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერიგნის ფაკულტეტის დეკანის მხარდაჭერით.









 

სიახლეებში დაბრუნება