ანაზღაურებადი სტაჟირება სტუდენტებისთვის

08/24/2022 ფერმერთა უფლებების დაცვის ასოციაცია (Association for Farmers Rights Defense, AFRD) იწყებს აგრარული ფაკულტეტების სტუდენტთთა  შესარჩევ კონკურსს მაღალ ანაზღაურებადი სტაჟირების (Paid Intenrship) პროგრამაში მონაწილეობის მიზნით - საფრანგეთში, დანიაში, ჰოლანდიასა და ამერიკის შეერთებული შტატებში ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების მიერ.

პროგრამების მიზანია სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგებში (მებოსტნეობა, მეხილეობა, მევენახეობა-მეღვინეობა, სარძეო და მეხორცული მეცხოველეობა, მეფრინველეობა, მეღორეობა, მეცხენეობა, ხელოვნური განაყოფიერება, სასათბურე მეურნეობა, აგრობიზნესი, ლანდშაფტი და დეკორატიული მეყვავილეობა) ახალგაზრდა სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლება, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების შესწავლა-დაუფლება, პრაქტიკული გამოცდილების გაუმჯობესება. პროგრამების ფარგლებში სტაჟიორები შეიძენენ ახალ პროფესიულ უნარ-ჩვევებს.

პროგრამა ხორციელდება თანადაფინანსებით. სტუდენტები უზრუნველყოფილი იქნებიან სტიპენდიით (ხელფასით) საცხოვრებლით, კვებითა და დაზღვევით. პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტები მიიღებენ შესაბამის სერტიფიკატებს. პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 18-29 წლამდე სტუდენტებს, ასვევე ბაკალავრებსა და მაგისტრანტებს, დიპლომირებულ სპეციალისტებს და ახალგაზრდა ფერმერებს. პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა სტუდენტებმა უნდა გამოაგზავნონ CV და მოტივაციის წერილი ინგლისურ ენაზე შემდეგ ელ.მისამართზე: exchangeprogramm@gmail.com

სტაჟირების ხანგრძლივობა 12 დან 18 მდე მიმდინარეობს.

დანიაში აუცილებელია ინგლისური (ან გერმანული) ენის სერთიფიკატის (Cambridge English  - A2 , IELTS მინიმალური - 3.5 ქულა, TOEFL - B2)  ფლობა.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა სტუდენტებმა უნდა გამოაგზავნონ CV და მოტივაციის წერილი ინგლისურ ენაზე შემდეგ E-mail: exchangeprogramm@gmail.com  

გთხოვთ სამოტივაციო წერილში მიუთითეთ, თუ რომელ ქვეყანაში გსურთ სამუშაო სტაჟირების გავლა და კონკრეტულად რომელ დარგში. კონკურსში მონაწილეთა შერჩევის მიზნით ჩატარდება გასაუბრება!

გისურვებთ წარმატებებს!

 

სიახლეებში დაბრუნება