2022 წლის 3 ივნისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტმა უმასპინძლა „მე-3 საერთაშორისო სიმპოზიუმს ქიმიაში“

06/13/2022


   2022 წლის 3 ივნისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტმა უმასპინძლა „მე-3 საერთაშორისო სიმპოზიუმს ქიმიაში“, რომელიც გაიმართა ამერიკის ქიმიური საზოგადოების საქართველოს სტუდენტური წარმომადგენლობისა და საქართველოს საერთაშორისო წარმომადგენლობის ეგიდით.

რეგიონის ახალგაზრდა მეცნიერებსა და სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა გაერთიანებისა და ინოვაციების წარმოჩენისათვის ქიმიის სფეროში.

სიმპოზიუმის ოფიციალური პარტნიორები იყვნენ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველო, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.

ღონისძიების გახსნის ცერემონიის შემდეგ, რომელსაც დაესწრნენ საპატიო სტუმრები სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტიდან (აშშ) და საქართველოს უმაღლესი სასწავლებლებიდან, გაიმართა ქიმიის სპეციალობის სტუდენტთა სამეცნიერო ნამუშევრების პოსტერ-პრეზენტაციები.

გამოვლინდნენ საუკეთესო ნამუშევრების ავტორები, გაიმართა გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი.






 

სიახლეებში დაბრუნება