აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერიგნის ფაკულტეტის პროფესორის ნინო ჩხარტიშვილის აკადემიური პერსონალის მობილობის ფარგლებში განხორციელებული მივლინების ანგარიში

05/24/2022

ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ Erasmus+ აკადემიური პერსონალის მობილობის პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წლის 01.05.2022 დან 07.05.2022-მდე აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის პროფესორ, მევენახეობა-მეღვინეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი - ნინო ჩხარტიშვილი იმყოფებოდა სლოვაკეთში, ნიტრაში  - ბრატისლავას აგრარულ უნივერსიტეტში.

მივლინების პერიოდში, სალექციო თემატიკის გაცნობის გარდა, სამომავლო თანამშრომლობის მიზნით, შეხვედრები გაიმართა უნივერსიტეტის ვიცე-რექტორთან,  მეხილეობისა და ლანდშაფტების ინჟინერინგის ფაკულტეტის კოლეგებთან, მევენახეობა-მეღვინეობის სექტორის კერძო წარმომადგენლებთან და ასევე ასოციაციის წევრებთან.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, კოლეგები ინფორმირებული იყვნენ ტექნიკური უნივერსიტეტისა და აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერიგნის ფაკულტეტის, მიმართულებების, მისი სამეცნიერო პოტენციალის, საერთაშორისო მიმართულებით არსებული და სამომავლო თანამშრომლობის შესახებ.

საუბარი შეეხო უნივერსიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებას, რომლის ფარგლებში დაიგეგმება და განხორციელდება სხვადასხვა სამეცნიერო და საერთაშორისო პროექტები.

პროექტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები ფაკულტეტის სტუდენტებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან, სადაც სალექციო თემატიკის სახით  გაეცვნენ საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობას, ქვევრის ფენომენს, ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებს. გაიმართა ქართული ღვინოების დეგუსტაცია.

პროექტის ფარგლებში ვიზიტები გაიმართა  ღვინის კომპანიებში: „პრედიუმ ვრაბლე“ და  „ველკეერი“. შეხვედრებზე საუბარი იყო უნივერსიტეტსა და კერძო სექტორს შორის არსებული თანამშრომლობის შესახებ, რომლის ფარგლებშიც ხშირად იმართება სტაჟირებები, ერთობლივი ღონისძიებები და კონფერენციები.

ვიზიტის ბოლოს შეხვედრა გაიმართა სლოვაკეთის მევენახეთა და მეღვინეთა ასოციაციაში, სადაც ჟურნალმა „ვინოტეკი“ ჩაწერა ინტერვიუ საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის, მიმდინარე ტენდენციებისა და საქართველო-სლოვაკეთის სამომავლო თანამშრომლობის თაობაზე, როგროც საგანმანათლებლო, ასევე სამეცნიერო და პოპულარიზაციის მიმართულებით.


 

სიახლეებში დაბრუნება