კვლევითი პროექტის შეფასებისა და გაფორმების წესი

09/14/2021

მაქსიმალური შეფასება 10 ქულა, მინიმალური - 5

  • აპლიკანტის შერჩეული საკვლევი თემის აქტუალობა - 3 ქულა;

  • კვლევის მიზანი და მიმართულება -2 ქულა;

  • თეორიული/პრაქტიკული ღირებულება -2 ქულა;

  • არგუმენტირებული მსჯელობა -2 ქულა;

  • კვლევითი პროექტის გაფორმება - 1 ქულა.

3 ქულა - შესაბამისი კრიტერიუმი სრულყოფილადაა შესრულებული
2 ქულა - შესაბამისი კრიტერიუმი კარგადაა შესრულებული
1 ქულა - შესაბამისი კრიტერიუმი ნაწილობრივადაა შესრულებული
0 ქულა - შესაბამისი კრიტერიუმი არასათანადოდაა შესრულებული

  • აპლიკანტის კვლევითი პროექტის გაფორმების წესი 

  • კვლევის პროექტის მოცულობა უნდა იყოს არაუმეტეს 10 გვერდისა. ყველა გვერდი უნდა დაინომროს თანმიმდევრობით, დაუშვებელია თავისუფალი სივრცის ან გვერდის დატოვება. ტექსტი უნდა შესრულდეს A4 ფორმატის ქაღალდზე, შრიფტი - Sylfaen, ზომა 12. გვერდის ნომრებისა და სქოლიოს შრიფტის მინიმალური ზომა უნდა იყოს 10. სტრიქონებს შორის ინტერვალი უნდა იყოს 1.5. ტექსტი უნდა დაიბეჭდოს მხოლოდ ერთ გვერდზე. გვერდის მარცხენა მხარეს უნდა დარჩეს 30 მმ მინდორი, ხოლო დანარჩენ მხარეებზე – 20 მმ.

 



 

სიახლეებში დაბრუნება