აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტმა მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშრისო ფესტივალში მიიღო მონაწილეობა

09/30/2019      


აგრარული მეცნიერებების დაბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკლტეტმა „მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი -2019“ მონაწილეებს უმასპინძლა.
ფაკულტეტმა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად ჯიღაურას საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზასა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და აგრარული ინჟინერინგის ფაკულტეტზე მოსწავლეებსა და სტუდენტებთან თემატური საჯარო ლექციები გამართეს. აგროსაინჟინრო კვლევის სამსახურის წარმომადგენლებმა აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სტუდენტებს ჩაის გადამამუშავებელი დანადგარის მუშაობა გააცნეს. მონაწილეებისთვის პროდუქტთა შენახვა-გადამუშავების თემის ირგვლივ ვიქტორინა გაიმართა. გამარჯვებულები ჯიღაურას ბაზაზე იშვიათი ქართული ვაზის ჯიშებისგან დაყენებული ღვინოებით დააჯილდოვეს. მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით, ქვეყნის მასშტაბით უკვე მეოთხედ იმართება. მისი მიზანი მეცნიერების პოპულარიზაცია და ამ სფეროთი ახალგაზრდების დაინტერესებაა.

 

სიახლეებში დაბრუნება