აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი მეცნიერების საერთაშორისო დღის აღნიშვნას უერთდება

11/07/2019 აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟნერინგის ფაკულტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრმამების სტუდენტებმა სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლიანი კულტურებისა და წილკნის ერთწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონტრაციო ბაზები მოინახულეს.
ახალგაზრდები ცენტრის საქმიანობას, საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიას გაეცვნენ, ჯიღაურას ვაზის ქართული და უცხოური ჯიშების კოლექციები დაათვალიერეს და ბაზაზე გაშენებული ვაზის ქართული იშვიათი ჯიშებისგან დაყენებული ღვინოები დააგემოვნეს. სტუდენტებმა ასევე ვირუსოლოგიისა და ნიადაგის ნაყოფიერების კვლევის ლაბორატორიები მოინახულეს და მიმდინარე კვლევებს გაეცნენ. პროფესორმა ლევან უჯმაჯურიძემ და დავით ჩიჩუამ ქართულ მევენახეობა-მეღვინეობის, მისი თავისებურებებისა და ქართული ღვინის განსაკუთრებულობაზე ისაუბრეს.
UNESCO 2001 წლიდან აღნიშნავს მეცნიერების საერთაშორისო დღეს, რომლის მიზანიც საზოგადოების და მეცნიერების დაახლოება, მეცნიერებაში არსებული სიახლეების შესახებ მოქალაქეების მაქსიმალური ინფორმირება და საზოგადოების ცხოვრებაში მეცნიერების როლის ხაზგასმაა.



        

       



 

სიახლეებში დაბრუნება