ღია კარის დღე საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე

03/13/2019

მიმდინარე წლის 19 მარტს, 15 საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი გეპატიჟებათ ღია კარის დღეზე სკოლის მოსწავლეებს, მშობლებს, მასწავლებლებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს. 

ღონისძიების ფარგლებში უნივერსიტეტი გთავაზობთ შესაძლებლობას გვეწვიოთ და გაეცნოთ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ აუდიტორიულ თუ ლაბორატორიულ სასწავლო გარემოსა და პირობებს, შეხვდეთ უნივერსიტეტის მენეჯმენტს, მიიღოთ თქვენთვის საჭირო ყველა დეტალური ინფორმაცია ფაკულტეტის, პროგრამების, დაფინანსებისა და კონკურსების შესახებ.

ღია კარის დღეზე თქვენ გელოდებათ საინტერესო შემეცნებითი პროგრამა, რომელიც დაგეხმარებათ მომავალი პროფესიის არჩევაში.

მისამართი : ქ.თბილისი გურამიშვილის გამზირი N17
საკონტაქტო ტელეფონი: 577 39 00 49   ლელა

                                       599 11 47 07   ნესტანი


 

სიახლეებში დაბრუნება