II საერთაშორისო ქართულ-პოლონური კონფერენცია "თანამშრომლობა სატყეო და გარემოს დაცვით საკითხებში"

10/26/2018
26 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე გაიხსნა მე-2 საერთაშორისო ქართულ-პოლონური კონფერენცია "თანამშრომლობა სატყეო და გარემოს დაცვით საკითხებში".

კონფერენცია სამდღიანია და მასში  მონაწილეობენ საქართველოს, პოლონეთის და აზერბაიჯანის აგრარული სფეროს სპეციალისტები, პოზნანის და ტექნიკური უნივერსიტეტების პროფესორები და ექსპერტები.

კონფერენცია გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში, პროფ. ზურაბ გასიტაშვილმა.

 ვიდეო იხილეთ ბმულზე

  

  

   

                              
           
             
                        


















 

სიახლეებში დაბრუნება